Jump to content
×
×
  • Create New...

ბიზნეს ადმინისტრირების კურსდამთავრებულებს ბუღალტრის სერტიფიკატის მოსაპოვებლად გარკვეული შეღავათები ექნებათ


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ბიზნესის ადმინისტრირების კურსდამთავრებულებს, რომელთა სპეციალობაც ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსებია, სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასასვლელად მხოლოდ უმაღლესი განათლების დამდასტურებელი დიპლომი დასჭირდებათ.

ამის შესახებ საუბარია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებაში, რომელიც პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

დოკუმენტის თანახმად, პროფესიული ორგანიზაცია სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსს ანიჭებს პირს, რომელსაც დასრულებული აქვს სრული სასერტიფიკაციო პროგრამა.

სასერტიფიკაციო გამოცდაზე, სპეციალური პროგრამის დასრულების გარეშე გასვლის უფლება აქვთ ბიზნესის ადმინისტრირების კურსდამთავრებულებს, თუ მათი სპეციალობა ბუღალტრული აღრიცხვა და მენეჯმენტია.

იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ  ბიზნესის ადმინისტრირების  მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში და კვალიფიკაცია მინიჭებული აქვთ 2005 წლის ჩათვლით, პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია 2023 წლამდე პირი სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაუშვას მხოლოდ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის საფუძველზე“, – ნათქვამია ბრძანებაში.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share