Jump to content
×
×
  • Create New...

„ლეიკერსმა“ ჯეიმსისა და დევისის გარეშე „ნიუ ორლეანსთან“ წააგო – NBA-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

მოქმედმა ჩემპიონმა მიმდინარე რეგულარულში რიგით მე-16 მარცხი განიცადა. „ლეიკერსი“ ამჟამად ორი ლიდერის, ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დევისის გარეშე ასპარეზობს. „პელიკანსი“ მატჩის მსვლელობას დამაჯერებლად აკონტროლებდა. „ნიუ ორლეანსმა“ პირველი სამი პერიოდი მოიგო და გადამწვეტი მეოთხედი garbage time-ად აქცია. საბოლოოდ, „ორლეანსმა“ 128:111 მოიგო.

გამარჯვებულ გუნდში ყველაზე შედეგიანი 36 ქულით ბრენდონ ინგრამი გამოდგა. 27 ქულა მიითვალა ზაიონ უილიამსონმა. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა ნიკეილ ალექსანდერ ვოკერმა.

„ლეიკერსის“ რიგებში 16 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა კაელ კუზმამ. 18 ქულა დააგროვა მონტრეზლ ჰარელმა. 16 ქულა ჰქონდა მარკიფ მორისს.

„ლეიკერსი“ 28 მოგებითა და 16 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 მე-4 ადგილებს მეორე ლოს ანჯელესურ გუნდთან, „კლიპერსთან“ იყოფს. „პელიკანსი” 19 მოგებითა და 24 მარცხით მე-11 მე-12 პოზიციებს „ოკლაჰომასთან“ ინაწილებს.

ორლანდო – დენვერი 99:110

ნიუ იორკი – ვაშინგტონი 131:113

მაიამი – ფინიქსი 100:110

გოლდენ სტეიტი – ფილადელფია 98:108

პორტლენდი – ბრუკლინი 112:116

The post „ლეიკერსმა“ ჯეიმსისა და დევისის გარეშე „ნიუ ორლეანსთან“ წააგო – NBA-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share