Guest Georgia Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 მოქმედმა ჩემპიონმა მიმდინარე რეგულარულში რიგით მე-16 მარცხი განიცადა. „ლეიკერსი“ ამჟამად ორი ლიდერის, ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დევისის გარეშე ასპარეზობს. „პელიკანსი“ მატჩის მსვლელობას დამაჯერებლად აკონტროლებდა. „ნიუ ორლეანსმა“ პირველი სამი პერიოდი მოიგო და გადამწვეტი მეოთხედი garbage time-ად აქცია. საბოლოოდ, „ორლეანსმა“ 128:111 მოიგო. გამარჯვებულ გუნდში ყველაზე შედეგიანი 36 ქულით ბრენდონ ინგრამი გამოდგა. 27 ქულა მიითვალა ზაიონ უილიამსონმა. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა ნიკეილ ალექსანდერ ვოკერმა. „ლეიკერსის“ რიგებში 16 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა კაელ კუზმამ. 18 ქულა დააგროვა მონტრეზლ ჰარელმა. 16 ქულა ჰქონდა მარკიფ მორისს. „ლეიკერსი“ 28 მოგებითა და 16 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 მე-4 ადგილებს მეორე ლოს ანჯელესურ გუნდთან, „კლიპერსთან“ იყოფს. „პელიკანსი” 19 მოგებითა და 24 მარცხით მე-11 მე-12 პოზიციებს „ოკლაჰომასთან“ ინაწილებს. ორლანდო – დენვერი 99:110 ნიუ იორკი – ვაშინგტონი 131:113 მაიამი – ფინიქსი 100:110 გოლდენ სტეიტი – ფილადელფია 98:108 პორტლენდი – ბრუკლინი 112:116 The post „ლეიკერსმა“ ჯეიმსისა და დევისის გარეშე „ნიუ ორლეანსთან“ წააგო – NBA-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა