Jump to content
×
×
  • Create New...

დღეს, 15:00 საათზე კინოცენტრი ფილმმეიკერებთან მეორე შეხვედრას გამართავს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

დღეს, 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტი, ქართველ რეჟისორებთან, სცენარისტებთან და პროდიუსერებთან ონლაინ შეხვედრას გამართავს.

კინოცენტრის ინიციატივით ქართველ ფილმმეიკერებთან კიდევ ორი შეხვედრა, 24 და 26 მარტს, 15:00 საათზე ჩატარდება.

“თუ გაქვთ შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები, იდეები ფილმწარმოების დეპარტამენტის მუშაობასთან დაკავშირებით, ეროვნული კინოცენტრი გთავაზობთ შეხვედრებს ონლაინ-ფორმატში 22, 24 და 26 მარტს, 15:00 საათზე.

შეხვედრებს, რომლებიც ზუმის მეშვეობით გაიმართება, კინოცენტრის მხრიდან დაესწრებიან ხელმძღანელი პირები და ფილმწარმოების დეპარტამენტის თანამშრომლები, ხოლო სექტორის მხრიდან – 12 კინემატოგრაფისტი (თითო შეხვედრაზე).

კინოცენტრი შეეცდება, თქვენს კითხვებს უპასუხოს და თავისი სამომავლო გეგმებიც გაგაცნოთ. შეხვედრებზე დარეგისტრირების მიზნით გთხოვთ, თქვენთვის სასურველი თარიღი მოგვწეროთ მეილზე info@gnfc.ge

ველით თქვენს აქტიურ მონაწილეობას, რადგან თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია კინოცენტრის საქმიანობის და წარმოების პროცესების გაუმჯობესების მიზნით”. – წერია კინოცენტრის განცხადებაში.

The post დღეს, 15:00 საათზე კინოცენტრი ფილმმეიკერებთან მეორე შეხვედრას გამართავს appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   29 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 27 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(1)