ვიზიტორი Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 ტაურინი ამინომჟავაა, რომელიც გვხვდება ცხოველურ საკვებში და ასევე ბუნებრივად არსებობს სხეულის ზოგიერთ ქსოვილში. ის ქმნის „თავისუფალი“ ამინომჟავების დიდ რაოდენობას, რომლებიც სხეულში ცირკულირებენ. იგი შეიცავს გოგირდს, რაც მას ეხმარება ორგანიზმში ბევრი ფიზიოლოგიური ფუქნციის შესრულებაში. ტაურინი ბუნებრივად გვხვდება ორგანიზმში, ასევე ისეთ საკვებში, როგორიცაა ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები. ადამიანისთვის ის აუცილებელი ამინომჟავაა, მისი ნაკლებობა კი ბევრ სხვადასხვა ჯანმთელობის პრობლემას იწვევს. ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმში მისი დონე იკლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მან შეიძლება გარკვეული როლი ითამაშოს დაბერების წინააღმდეგ. ტაურინი კუნთის უჯრედებში მრავალ ფუნქციას ასრულებს, რაც დაკავშირებულია კალციუმის იონების მოძრაობასთან, ასევე მონაწილეობს იღებს ATP-ს, უჯრედის ენერგიის მოლეკულების, გამომუშავებაში. ის ხელს უწყობს სითხის ბალანსის რეგულირებას, გლიკოზისა და გლიკოგენის სტიმულირებას. ტაურინის მიღების ბენეფიტები 1.ტაურინის მიღება დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმზე მისი მიღება ამცირებს დაღლილობას და დიაბეტთან დაკავშირებულ მხედველობის პრობლემებს, აუმჯობესებს უმუნურ სისტემას და ორგანიზმზე ნეიროპროტექტორული მოქმედება აქვს. 2.ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას ტაურინის მიღება დაკავშირებულია ენერიის მომატებასთან და დაღლილობის შემცირებასთან, რაც ზრდის იმის შანს, რომ უფრო ეფექტურად ივარჯიშებთ დიდი ხნის განმავლობაში. აქტიური ფიზიკური დატვირთვა კი, რა თქმა უნდა, აისახება კუნთოვან მასაზეც და კუნთი იზრდება, ძლიერდება. ტაურინის მიღება, ენერგიასთან ერთად, გმატებთ გამძლეობას, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მარტივად შეძლებთ მაღალი ინტენსივობის ვარჯიშების კეთებას. 3.ტაურინი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი და აჩქარებს აღდგენით პროცესებს ტაურინს ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს, ამცირებს ვარჯიშის შემდეგ გამოწვეულ ტკივილს, სწრაფად აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს. სწორედ ამიტომაა ტაურინი ენერგეტიკული სასმელების შემადგენლობაში. ტაურინის მიღების შესაძლო გვერდითი ეფექტები და დოზირება ტაურინის საკვებდანამატის სახით მიღების დღიური ნორმა 1-6 გრამამდეა, მაგრამ რადგან ის მხოლოდ ცხოველური საკვების შემადგენლობაშია და ვეგანი/ვეგეტარიენელი ადამიანები ცხოველურ საკვებს არ იღებენ, მათთვის დღიური დოზა შეიძლება უფრო მეტი იყოს. ტაურინის ეფექტთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების მიხედვით, არ გამოვლინდა არანაირი გვერდითი მოვლენა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნებისმიერი საკვებდანამატის მიღებამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან. შეჯამება ტაურინი საკვებდანამატია, რომელიც ორგანიზმს საჭირო ენერგიით ამარაგებს. მას ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს, ამცირებს კუნთების ტკივილს და აღადგენს კუნთოვან ქსოვილებს. მისი ნაკლებობა ორგანიზმში აჩქარებს დაბერების პროცესს, რას ნიშნავს იმას, რომ ტაურინის დანამატის სახით მიღება ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს ასაკობრივ პრობლემებს. <წყარო: Myprotein.com>* The post რა არის ტაურინი? ტაურინის მიღების ბენეფიტები და გვერდითი მოვლენები appeared first on Fit.Ge. Share on other sites More sharing options...
Guest Merlin Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 ბეტაინს ოფიციალურად ტრიმეთილგლიცინს უწოდებენ, ის ერთ-ერთია იმ ინგრედიენტებიდან, რომელიც ისეთ ცილოვან ფხვნილებში გვხვდება, რომელსაც ვარჯიშამდე იღებენ. სტრუქტურულად, ბეტაინი არის ამინომჟავა გლიცინი, რომელსაც ერთვის სამი მეთილის ჯგუფი, შესაბამისად, მისი სახელწოდებაა: ტრი (სამი) – მეთილი (ისევე, როგორც მეთილირება) – გლიცინი (ამინომჟავა). პირველად ჭარხალში აღმოაჩინეს. ბეტაინის მიღების ბენეფიტები თავდაპირველად, ბეტაინს იყენებდნენ ჰომოცისტეინის L-მეთიონინად გადასაქცევად. ჰომოცისტეინი არის ტოქსიკური ამინომჟავა, რომლის მომატებულმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა, მათ შორის ათეროსკლეროზი, ოსტეოპოროზი და გულსისხლძარღვთა მრავალი გართულება. ბეტაინის დანამატის სახით მიღება, მნიშვნელოვანია ჰომოცისტინურიით დაავადებული პირებისთვის. ეს არის იშვიათი გენეტიკური მდგომარეობა, რომელიც ამაღლებს ჰომოცისტეინს და მგრძნობიარეა შემოთხსენებული ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ. ბეტაინს შეიძლება ჰქონდეს უნარი თავიდან ააცილოს ორგანიზმს გულსისხლძარღვთა დაავადებები. კვლევებით დადასტურებულია, რომ მსგავსი ტიპის დაავადებების დროს, ადამიანის ორგანიზმში მომატებულია ჰომოცისტეინის დონე. ლოგიკურად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბეტაინის მიღება, რომელიც ჰომოცისტეინის დონეს ამცირებს, შეამცირებს მსგავსი დაავადებების განვითარების რისკს, თუმცა ეს უფრო თეორიაა, რადგან ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული. რატომ არის ბეტაინი პოპულარული? ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ბეტაინის პოპულარობის მიზეზი არის მისი პოტენციალი ძალისა და ენერგიის გაზრდის საკითხებში. კრეატინის მსგავსად, ბეტაინს შეუძლია დაგეხმაროთ კუნთოვანი მასის გაზრდაში, ასევე ამცირებს ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ კუნთოვანი ქსოვილების დაზიანებას და ტკივილს. კვლევებით დადგენილია, რომ ბეტაინის მიღება აჩქარებს ცილების სინთეზის პროცესს, რაც დროთა განმავლობაში უფრო მეტ კუნთოვან მასას შექმნის, მეტი კუნთოვანი მასა ნიშნავს მეტ ძალას და ენერგიას. ბეტაინის დანამატის სახით მიღება ბეტაინის დანამატის სახით მიღება არაა აუცილებელი, მაგრამ მას ნამდვილად შეუძლია დადებითად იმოქმედოს ადამიანის ორგანიზმზე. ის თავდაპირბელად ჭარხლის ფესვებში აღმოაჩინეს, თუმცა მცირე რაოდენობით გვხვდება სხვადასხვა საკვებ პროდუქტებში, როგორიცაა: ხორბლის ქატო:ერთი კოვზი შეიცავს 800 მგ ბეტაინს; ქინოა: ერთი ჭიქა შეიცავს 200 მგ ბეტაინს; ჭარხალი: 175 მგ ბეტაინს შეიცავს; ისპანახი: შეიცავს 160 მგ ბეტაინს; ტკბილი კარტოფილი: 40 მგ ბეტაინს შეიცავს: ქათამი, ინდაური, საქონლის ხორცი: შეიცავს 30 მგ ბეტაინს. საკვების გარდა, მისი მიღება შესაძლებელია ფხვნილის და აბების სახით. ფხვნილის წყალში გახსნის შემთხვევაში მიიღებთ უსუნო სითხეს. მისი მიღება შესაძლებელია როგორც ვარჯიშამდე, ისე ვარჯიშის შემდეგ, დღიური ნორმა 2-5 გრამია. შეჯამება ბეტაინი სასარგებლო, უსაფრთხო დანამატია, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი ფიზიკური მონაცემები, ასევე ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, აჩქარებს ცილების სინთეზის პროცესს და ხელს უწყობს კუნთოვანი მასის განვითარებას. წყარო: Myprotein.com The post რა არის ბეტაინი? appeared first on Fit.Ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა