Jump to content
×
×
  • Create New...

ფუტსალის ლიგაში შოუ გრძელდება – „თბილისმა“ ბოლო წამზე საკუთარი კარიდან გატანილი გოლით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

საქართველოს ფუტსალის ლიგაში მერვე ტურის მატჩები გაიმართა. ლიდერებმა ისევ გაიმარჯვეს, „ილიაუნი“ კი ერთადერთი გუნდია, რომელსაც დღემდე თამაში არ მოუგია. ტურში იყო სანახაობრივი დაპირისპირება, ულამაზესი გოლები. 

პსპ – თელასი-ჯორჯიანსი – 2:7

საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდმა, „თელასი-ჯორჯიანსმა“ მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა. მატჩის და ტურის გმირი ეროვნული ნაკრების მოთამაშე ვახტანგ ჯვარაშვილი გახდა, რომელმაც პოკერი (4, 20, 35, 37) შეასრულა, ერთი გოლიც მისი დარტყმის შემდეგ საკუთარ კარში პსპ-ს მოთამაშე ზურაბ გარსევანიშვილმა (34) ჩაჭრა, 1-1 გოლი ასევე საქართველოს ნაკრების მოთამაშეების, შოთა თოფურიას (24) და ჯანიკო გიორგაიას (29) ანგარიშზეა. დამარცხებულებიდან თავი ლევან სვანიძემ (5) და გიორგი ზუნტუროვმა (25) გამოიჩინეს. თემურ ექიზაშვილთან უხეშობისთვის 35-ე წუთზე პსპ-ს მოთამაშე გურამ გოგიჩაიშვილი გააძევეს.

თსუ – ილიაუნი – 4:0

გათამაშების ლიდერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (თსუ) აუტსაიდერს, „ილიაუნს“ შეხვდა და იოლად დაამარცხა. მე-17 წუთზე დაწინაურება „ილიაუნს“ შეეძლო, მაგრამ ნიკა გვაზავას დარტყმული 10-მეტრიანი საჯარიმო მეკარე ალი ასლანმა მოიგერია. თსუ დიდ უპირატესობას ფლობდა და გიორგი ჩიმაკაძის (25, 38) დუბლით და გიორგი ქურდაძის (18) და გიორგი ჭოხონელიძის (25) გოლებით დამაჯერებლად მოიგო. თსუ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ არ წაუგია.

კსუ – თბილისი – 6:7

ტურის მშვენება იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი აღმოჩენის, „თბილისის“ მატჩი, რომლის ბედიც ბოლო წამებზე გაირკვა.

კსუ-დან ჰეთ-თრიქი ქართული ფუტსალის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ტალანტმა, გიორგი ღავთაძემ შეასრულა (17, 20, 38), 1-1 გაიტანეს ნიკა მანგოშვილმა (16), ბექა ბექაურმა (24) და ლევან კობაიძემ (30), მაგრამ ეს 6 გოლი გუნდს ქულის მოსაპოვებლადაც არ ეყო. „თბილისიდან“ დუბლი ოთარ ბერეჩიკიძისა (2, 30) და გიორგი დიაკვნიშვილის (27, 40) ანგარიშზეა, თავი ასევე გამოიჩინეს ნიკა გაბრიჭიძემ (18), მელიტონ ახალაიამ (18) და გიორგი ივანიშვილმა (25).

შეხვედრის დასრულებამდე 14 წამით ადრე ანგარიში 6:6 იყო, როდესაც კსუ-მ მატჩის მოსაგებად მოედანზე მეკარის ნაცვლად მეხუთე მოთამაშე შეიყვანა. შეხვედრის ბედი სწორედ ამ დროს გადაწყდა. „თბილისის“ კაპიტანმა, გიორგი დიაკვნიშვილმა საფინალო სასტვენამდე 14 წამით ადრე გადაცემა ჩაჭრა, საკუთარი კარიდან ზუსტად დაარტყა და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

ბომბარდირები

1 ოთარ ბერეჩიკიძე, თბილისი 12

2 ვახტანგ ჯვარაშვილი, თელასი 9

3 ჯანიკო გიორგაია, თელასი 8

სატურნირო ცხრილი

1 თსუ 8 22

2 თბილისი 8 16

3 თელასი 8 14

4 კსუ 8 8

5 პსპ 8 7

6 ილიაუნი 8 1

The post ფუტსალის ლიგაში შოუ გრძელდება – „თბილისმა“ ბოლო წამზე საკუთარი კარიდან გატანილი გოლით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share