Jump to content
×
×
  • Create New...

სანიოლმა საქართველოს ნაკრებში პოტენციალი დაინახა – ეს ახალგაზრდები ევროპაში გამოჩდნენ და გუნდის მამოძრავებელი ძალა უნდა გახდნენ #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს ფიფა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ის საქართველოს ნაკრებზე და რისკიანი ფეხბურთის აუცილებლობაზე ლაპარაკობს. 

„მინდოდა გუნდის ხელმძღვანელობა და არა კლუბის. საქართველოს ფედერაციას ხელმძღვანელობენ ყოფილი ფეხბურთელები, რომლებსაც გერმანიაში ხშირად ვხვდებოდი. მათ მიმართ ნდობა თავიდანვე გამიჩნდა და შემოთავაზება დიდი სიხარულით და ამბიციით მივიღე. მინდოდა, თავი კიდევ ერთხელ გამომეცადა. ახლა ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელსაც განვითარება სურს და სადაც შემიძლია სასარგებლო როლი შევასრულო. ჩემთვის ეს არის საშუალოვადიანი პროექტი“, – ამბობს ვილი სანიოლი.

სანიოლის თქმით, საქართველოს ნაკრები რთულ პერიოდში ჩაიბარა: „უზარმაზარი იმედგაცრუება და მწუხარება ვიგრძენი, რადგან პლეი-ოფის ფინალში ევრო2020-ის საგზური ხელიდან გაუშვეს. ამასთან, ეს ცხადყოფს, რომ მიზანი ნამდვილად მიღწევადი იყო და პოტენციალიც არსებობს. სარბიელზე სულ უფრო ბევრი ახალგაზრდა გამოდის და მათთან მუშაობა ყოველთვის სასიამოვნოა, რადგან გუნდთან ერთად ისინიც პროგრესირებენ. ეს პროექტი საჭირო დროს გამოჩნდა და რეალური გამოწვევაა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიმარჯვებთ, მაგრამ როგორც ფედერაციის დონეზე, ასევე გუნდურ დონეზეც პროგრესის გაგრძელების სურვილი არსებობს. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის ამოცანა არ დაუსახავთ, რადგან ვიცით, რომ რთულ ჯგუფში ვართ – ისეთ გუნდებთან, როგორებიც არიან ესპანეთი და შვედეთი, რომლებსაც ჩვენზე ბევრად მეტი გამოცდილება აქვთ. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი მისიაა, სხვებს ფინალურ ეტაპზე გასვლა გავურთულოთ. ჩვენ გვაქვს საკმარისი ხარისხი, გვყავს ამბიციური ახალგაზრდა ფეხბურთელები, ამიტომ საკუთარ თავს შეზღუდვები არ უნდა დავუწესოთ. თუ მხოლოდ შედეგებზე ვილაპარაკებთ, ამ კვალიფიკაციაში საქართველოსთვის კარგი შედეგი მესამე იქნება. კიდევ უკეთესი იქნება უფრო მაღალი დონისკენ სწრაფვა, მაგრამ ამის თქმა ჯერ მაინც ნაადრევია“.

სანიოლმა საქართველოს ნაკრებში სათამაშო სტილის აუცილებლობაზე ილაპარაკა: „ჩვენ გვინდა გვქონდეს საკუთარი სათამაშო სტილი იმის მიუხედავად, თუ ვის შევხდებით. საქართველოს ეროვნული ნაკრების ამოცანაა, თანამედროვე ფეხბურთს მოერგოს და სწრაფი ნაბიჯებით განვითარდეს. მოთამაშეებს ასევე უნდა ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და გარისკონ. ისეთ გუნდს, როგორიც საქართველოა, შანსი არ აქვს, თუ არ გარისკავს. არ შეიძლება თავს იცავდე და მხოლოდ მოწინააღმდეგის შეცდომის იმედი გქონდეს. მეტოქის შეცდომების მაპროვოცირებელი კი შენი ამბიციური თამაში უნდა იყოს. ჩემი მისვლის შემდეგ ვგრძნობ, რომ კურსის შეცვლის სურვილს ყველა იზიარებს. რა თქმა უნდა, საამისოდ დამაჯერებელი შედეგებია საჭირო, რადგან თავდაჯერებულობა ასე გაჩნდება. ქართველებს აქვთ სიამაყე და ჰყავთ მოთამაშეები, რომლებიც ევროპულ ასპარეზზე გამოჩენას იწყებენ – ისინი ამ პროცესის მამოძრავებელი ძალა უნდა გახდნენ“.

The post სანიოლმა საქართველოს ნაკრებში პოტენციალი დაინახა – ეს ახალგაზრდები ევროპაში გამოჩდნენ და გუნდის მამოძრავებელი ძალა უნდა გახდნენ #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share