Guest Georgia Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 სამიოდე დღის წინ დუდა სანაძის „ბორაცი“ ადრიატიკის ლიგაზე ბოსნია-ჰერცეგოვინის „იგოკეასთან“ დიდი სხვაობით დამარცხდა. ამ წაგებისთვის დუდას გამო რევანში გიორგი შერმადინმა აიღო – მისმა „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის J ჯგუფის მეოთხე ტურში საკუთარ მოედანზე „იგოკეა“ 80:75 დაამარცხა.მსგავსი: ჩემპიონთა ლიგა | 23 წუთში 25 ქულა - შერმადინი ლატვიელებმა ვერ შეაჩერეს [ვიდეო] #1TVSPORT ქართველმა ცენტრმა 20:10 წუთში 21 ქულა (8-დან 6 ორქულიანი, 9-დან 9 საჯარიმო), 3 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა და მარგი ქმედების 20-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა. ის მხოლოდ სტუმართა გუნდის ამერიკელ მძიმე ფორვარდ ჯეკი კარმაიკლს ჩამორჩა, რომლის ანგარიშზე 26 ქულა და 26-იანი სარგებლიანობის კოეფიციენტია, მაგრამ ვინაიდან კანარიელებმა იმარჯვეს, MVP-ის ტიტული ჩვენებურს ერგო. „ტენერიფე“ 3 მოგებით ჯგუფის ლიდერია და 31 მარტს რიგაში აუტსაიდერ ვეფ-ს დაუპირისპირდება. #BasketballCL Players L Can stop @gioshermadini L 404 error this file cannot be found#Road2Final8 I @CB1939Canarias pic.twitter.com/xDuf9B1cMP — Basketball Champions League (@BasketballCL) March 23, 2021 The post შერმადინი იგოკეასთანაც საუკეთესო იყო – 21 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა