Jump to content
×
×
  • Create New...

აარონ რემზის „ლივერპულში“ სურს კარიერის გაგრძელება #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველს აარონ რემზის უახლოესი სატრანსფერო ბაზრისას ინგლისის ჩემპიონატში დაბრუნება სურს.

ინგლისური პრესის ცნობით, 30 წლის უელსელს კარიერის გაგრძელება „ლივერპულში“ უნდა.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში „ლივერპულიდან“ „ბარსელონაში“ გადავა ჯორჯინიო ვეინალდუმი, ამიტომაც იურგენ კლოპის გუნდი მზად არის განიხილოს მის შემცვლელად რემზის აყვანა.

უელსელი ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულია „ვესტ ჰემ იუნაიტედი“.

აარონ რემზი პრემიერლიგაში 2008-19 წლებში თამაშობდა – ლონდონის „არსენალის“ ღირსებას იცავდა.

რემზის ამჟამინდელი ხელშეკრულება „იუვენტუსთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში მან 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

The post აარონ რემზის „ლივერპულში“ სურს კარიერის გაგრძელება #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share