Guest Georgia Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა ოთხ სპეციალისტს განიხილავს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეა პირლოს შემცვლელად. იტალიური პრესის ცნობით, პირლომ დაკარგა ტურინული კლუბის ხელმძღვანელთა ნდობა სერია A-ს ბოლო ტურში შინ „ბენევენტოსთან“ მარცხის შემდეგ. „იუვენტუსის“ ბოსებს ესმით პირლოს გამოუცდელობა და კორონავირუსის პანდემიის გამო ფეხბურთში არსებული რთული პირობები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში პირლო ვერ შეძლებს სიტუაციის გამოსწორებას, იტალიის ჩემპიონი იძულებული იქნება მწვრთნელი შეცვალოს. ამჟამად, „იუვენტუსის“ დამრიგებლის პოსტზე განიხილებიან მასიმილიანო ალეგრი, ჯან პიერო გასპერინი, სიმონე ინძაგი და ლუჩანო სპალეტი. იტალიის ჩემპიონატის 27 ტურის შემდეგ, „იუვენტუსი“ მესამე ადგილზეა გათამაშების ცხრილში და ლიდერ „ინტერს“ 10 ქულით ჩამორჩება. The post „იუვენტუსში“ანდრეა პირლოს შემცვლელად ოთხი კანდიდატი განიხილება #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა