Guest Merlin Posted 23 მარტი, 2021 Posted 23 მარტი, 2021 ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიტკოინი 54.000 დოლარზე არ შეჩერდება და ზრდას განაგრძობს. ინვესტორების შეკითხვაზე თუ, სად შეიძლება დაასრულოს 2021 წელს ბიტკოინმა ფასის მატება, სავარაუდო პასუხი 288.000 დოლარია. ბოლო თვეების განმავლობაში ბიტკოინის ფასმა მასიური მოგება ნახა, რაც 11.000 დოლარიდან 62.000 დოლარამდე ფასის მატებაში გამოიხატა. ამასთანავე, კურსის ასეთ შთამბეჭდავ გაუმჯობესებაში ასევე შედის ფასების მოქმედების შედარებით მშვიდი პერიოდები. ამჟამად, ბიტკოინის დიაგრამა აშკარად ვარდნის ტენდენციას აჩვენებს. ეს ნიშნავს, რომ ბიტკოინის ფასი შესაძლოა, 53,000 აშშ დოლარის დონეზე აღმოჩნდეს. თუკი კრიპტოვალუტის ფასი კიდევ უფრო შემცირდება მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის კურსი 49.000 დოლარზე დაფიქსირდეს. მეორე მხრივ, თუ ფასი გაუმჯობესდა კრიპტოვალუტა 56.000 დოლარის დონეს კვლავ დაიბრუნებს. ანალიტიკოსი, ბობი ლი იმედოვნებს, რომ 2021 წელს ბიტკოინის კურსი 200.000-სა და 250.000 დოლარს შორის იმერყევებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ Deutsche Bank Research-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ეძღვნებოდა მხოლოდ ბიტკოინს. 18-გვერდიან კვლევაში Deutsche Bank Research-ი აღწერს ბიტკოინის ძირითად მახასიათებლებს და აანალიზებს მისი ფასების ისტორიული ზრდის ძირითად მამოძრავებელ ასპექტებს. Deutsche Bank-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, ბიტკოინის ფასი შეიძლება კვლავ გაიზარდოს, სანამ აქტივების მენეჯერები და კომპანიები განაგრძობენ ბაზარზე შემოსვლას. The post ანალიტიკოსები: ბიტკოინის ფასის ცვლილება ნორმალურია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა