Guest Merlin Posted 23 მარტი, 2021 Posted 23 მარტი, 2021 Unmarshal-ის ახალი პროექტის ფარგლებში, ცოტა ხნის წინ, დაფინანსების რაუნდი გამოცხადდა. ახალი პროექტი ითვალისწინებს Blockchain მონაცემთა ინდექსების გადაწყვეტილებების საფუძველზე პლატფორმის შექმნას, რომლისთვისაც გამოცხადდა 2.6 მილიარდ დოლარიანი დაფინანსების რაუნდი. ფონდები, რომლებიც Unmarshal-ის რაუნდში მონაწილეობენ მოიცავს Woodstock-ს, Black Edge Capital-ს, Genesis Block Ventures-ს, NGC Ventures-ს, AU21, Spark Ventures-ს, BitMax-ს და ა.შ. რაუნდს ასევე შეუერთდნენ ინდივიდუალური ინვესტორები, როგორიცაა რავინდრა კუმარი და ფილიპ არტურ მური, ანიკეტ ჯინდალი და სხვები. Unmarshal-ი აშენებს მონაცემთა მრავალრიცხოვანი ინდექსირების ქსელს, რაც ხელს შეუწყობს სტრუქტურირებული Blockchain მონაცემების ინდუსტრიის მონაწილეებისთვის შეთავაზებას. ქსელი მხარს უჭერს ეთერიუმზე, Binance Smart Chain-ზე, Elrond-ზე, Polkadot-სა და Substrate-ზე დაფუძნებულ ქსელებს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის Blockchain ქსელმა, Nervos-მა თებერვალში განაცხადა ახალი ფონდის შესახებ, რომლის კაპიტალი 5 მილიოინი დოლარია. ფონდი ორიენტირებული იქნება დეცენტრალიზებული ფინანსების განვითარებადი პროექტების და მიმართულებების მხარდაჭერაზე. Nervos–ის განცხადების თანახმად, ფონდი მხარს დაუჭერს და გასცემს ფულად გრანტებს fintech და Blockchain მეწარმეებისთვის. The post Unmarshal-ი Blockchain პროექტისთვის დაფინანსების რაუნდს აცხადებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა