Guest Georgia Posted 23 მარტი, 2021 Posted 23 მარტი, 2021 საქართველოს ნაკრების მეტოქე, ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის ემზადება. ხუთშაბათიდან 2022 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის სტარტზე ესპანეთი დაუპირისპირდება საბერძნეთს, საქართველოს და კოსოვოს. გამოცემა mundodeportivo-ის ცნობით, ლუის ენრიკეს მიერ გამოძახებული ფეხბურთელიდან შეკრებაზე სამი პრობლემებით მივიდა, მაგრამ ესპანური მედიის მტკიცებით, ისინი უახლოეს მატჩებს ჩაატარებენ. მსგავსი: ხოჭოლავა ნაკრებს კორონავირუსის გამო გამოაკლდა - საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვედეთში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა #1TVSPORT ესენი არიან სერხიო რამოსი, ხოსე ლუის გაია და ჟერარ მორენო. პირველი ორი 23 მარტს გამართულ გუნდის ვარჯიშზე მაინც გამოცხადდნენ და საერთო ჯგუფში დაიტვირთნენ. „ვილიარეალის“ თავდამსხმელმა მორენომ კი ვერ მოახერხა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. სერხიო რამოსი და ხოსე ლუის გაია ორშაბათს მხოლოდ ფიტნეს-დარბაზში ვარჯიშით შემოიფარგლნენ, მაგრამ სამშაბათს მოედანზე გავიდნენ და ივარჯიშეს. ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ კაპიტანს მარცხენა მუხლზე ჰქონდა პრობლემა, რომელზეც თებერვალში ოპერაცია გაიკეთა. „ვალენსიას“ მარცხენა მცველი და გუნდის კაპიტანიც ფეხებში ტკივილს გრძნობდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, მოედანზე გავიდნენ. რაც შეეხება ჟერარ მორენოს, „ვილიარეალის“ თავდამსხმელს დისკომფორტი მარჯვენა ბარძაყის უკანა ნაწილში აქვს. ამიტომ სამშაბათს გამოიკვლიეს. ამის შემდეგ გაირკვევა, აქვს თუ არა კუნთის დაზიანება, თუ ეს დისკომფორტი მხოლოდ გადატვირთვის შედეგია. თუ მეორე ვარიანტია, საბერძნეთის წინააღმდეგ 25 მარტს მზად ვერ იქნება, მაგრამ საქართველოს და კოსოვოს წინააღმდეგ მოემზადება. The post საქართველოსთან მატჩამდე – რამოსი და გაია ვარჯიშობენ, მორენო გამოკვლევას გაივლის #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა