Guest Georgia Posted 23 მარტი, 2021 Posted 23 მარტი, 2021 ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ, შესაძლოა, სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს გუნდი. იტალიური პრესის ცნობით, ტურინულ კლუბს ჯერ არ მიუღია წინადადებები პორტუგალიელის შეძენაზე. თუ 36 წლის ფორვარდი გამოაცხადებს, რომ სურს კლუბის შეცვლა, ხოლო „იუვენტუსი’ დაიწყებს კონკრეტულ მოლაპარაკებებს, იტალიელები გახსნილები იქნებიან დიალოგისთვის და უპრობლემოდ გაუშვებენ ფეხბურთელს. დაინტერესებულმა მხარემ უნდა გადაიხადოს მინიმუმ 25 მილიონი ევრო – ეს თანხა ააცილებს „იუვენტუსს“ ფინანსურ პრობლემებს. მაგრამ, თუ წინადადება არ იქნება, იტალიის ჩემპიონი სიამოვნებით გააგრძელებს მუშაობას კრიშტიანოსთან მისი კონტრაქტის ბოლო წელს. საბოლოოდ, გადაწყვეტილებას თავად მოთამაშე მიიღებს. ამ სეზონში რონალდომ 34 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. The post „იუვენტუსი“ მზადაა რონალდო 25 მილიონ ევროდ გაყიდოს #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა