Guest Merlin Posted 23 მარტი, 2021 Posted 23 მარტი, 2021 http://www.ambioni.ge/files/brokoli-1024x685.jpg ბროკოლის მოვლის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ტენის მოყვარულია, მოითხოვს ნოყიერ ნიადაგს და დიდი რაოდენობით წყალს, განსაკუთრებით ჩითილის და თავის ფორმირების პერიოდში. ნიადაგი უნდა იყოს ყოველთვის ფხვიერი, ამიტომ, მწკრივთაშორის და მცენარეთაშორის 3-ჯერ მაინც უნდა გაფხვიერდეს, 2-ჯერ ჩატარდეს კულტივაცია. მცენარის თავის ფორმირების პერიოდში აუცილებელია გამოკვება მინერალური და ორგანული სასუქებით. მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, ვეგეტაციის პერიოდში, შეგვიძლია მცენარის გამოკვება წუნწუხითაც. პირველი გამოკვება ხორციელდება ჩითილის გადარგვიდან 15 – 20 დღის შემდეგ. წუნწუხი შეფარდებით: 20 ლ. წყალი და 1კგ. ნაკელი, ხარჯვის ნორმა 0.5 ლიტრი 1 მცენარეზე. მეორე გამოკვება პირველიდან 10 დღის შემდეგ, წუნწუხი შეფარდებით: 20 ლიტრი წყალი. 1კგ. ნაკელი, ხარჯვის ნორმა 1 ლიტრი 1 მცენარეზე. მესამე გამოკვება მეორედან 10 დღის შემდეგ, წუნწუხი შეფარდებით 20 ლ. წყალი – 1კგ. ნაკელი, ხარჯვის ნორმა 6-8 ლ. 1მ2. ბროკოლს ძირითადად უჩნდება ჯვაროსანთა ოჯახისათვის დამახასიათებელი მავნებლები: რწყილები, ბუგრები, ხვატარი, კომბოსტოს თეთრულა, ფრთათეთრა. მათ საწინაამღდეგოდ გამოიყენება ინსექტიციდები. წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა