Jump to content
×
×
  • Create New...

ხოჭოლავა ნაკრებს კორონავირუსის გამო გამოაკლდა – საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვედეთში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

საქართველოს ნაკრები შვედეთში გაემგზავრა. ვილი სანიოლის გუნდმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩამდე „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე დილით ივარჯიშა, რომელშიც 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მათ შორის იყო ეროვნული ნაკრების ყველა დებიუტანტი, რომელიც ფრანგმა სპეციალისტმა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გამოიძახა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შესარჩევი ეტაპის პირველ სამ შეხვედრაში დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარება. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ჩატარებულმა COVID-19-ის სავალდებულო ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და ფეხბურთელი მარტის სანაკრებო მატჩებში მონაწილეობას ვერ მიღებს.

24 მარტს, ვილი სანიოლის გუნდი, „სოლნა არენაზე“ მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესი მატჩის მასპინძელ სტადიონზე თბილისის დროით 21:00 საათზეა დაგეგმილი. ვარჯიშის დაწყებამდე ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

შვედეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

1616508838-%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A0%E

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

The post ხოჭოლავა ნაკრებს კორონავირუსის გამო გამოაკლდა – საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვედეთში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share