Jump to content
×
×
  • Create New...

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას ბიუჯეტიდან 5 მილიონი გადაუხადეს


Recommended Posts

  • ფორუმელი
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას ბიუჯეტიდან 5 მილიონი გადაუხადეს admin Tue, 03/23/2021 - 18:45

საჩხერელი ბიზნესმენი ბესიკ ივანაშვილი ბიძინა ივანიშვილის მეზობელი და მასთან დაახლოებული პირია, რომელიც რამდენიმე კომპანიას ფლობს და აქედან ერთი მეუღლის სახელზე აქვს გაფორმებული.

2014-2020 წლებში მან სახელმწიფოსგან 4,806,345 ლარის შეკვეთები მიიღო – საჩხერიდან 3,192,552 ლარი, ხოლო ჭიათურიდან 1,077,542 ლარი და ამავდროულად, ტენდერების უმრავლესობა უკონკურენტო გარემოში აქვს მოგებული.

2020 წელს ივანაშვილი 11 წლის მოზარდთან გარყვნილი ქმედებისთვის გასამართლდა, სასამართლო პროცესი დახურული იყო და გადაწყვეტილება უცნობია, თუმცა მისი ფეისბუქ-გვერდი კვლავ აქტიურია.

ბესიკ ივანაშვილი საჩხერელი ინდივიდუალური მეწარმე და რამდენიმე კომპანიის მფლობელია. იგი ბიძინა ივანიშვილი მეზობელი და მასთან დაახლოებული პირია. ინდივიდუალურ მეწარმედ 2013 წლის 24 მაისს დარეგისტრირდა. მის მფლობელობაში 3 კომპანიაა და ერთიც ცოლს გადაუფორმა.

შპს ფორტუნა 2000 (ს/კ 439397591) - რეგისტრაციის თარიღი 16 მარტი, 2016 წელი. კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორი ბესიკ იავანაშვილი.

შპს ფორტუნა (ს/კ 439396324 ) - რეგისტრაციის თარიღი 17 ივლისი, 2015 წელი. კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორი ბესიკ ივანაშვილი.

შპს ბესო041 (ს/კ 439418131) - რეგისტრაციის თარიღი 5 ივნისი, 2019 წელი. კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორი ბესიკ ივანაშვილი.

შპს ლუკა&მარიამი (ს/კ 439398395 ) - რეგისტრაციის თარიღი 22 აგვისტო, 2016 წელი. კომპანიას თავიდან ბესიკ ივანაშვილი ფლობდა, ხოლო შემდგომში 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მისი მეუღლე მადონა კუტალაძე გახდა.

2020 წლის მაისში, ივანაშვილს არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ედებოდა ბრალი. სასამართლო პროცესი დახურული იყო და არ ვიცით, რა გადაწყვიტა სასამართლომ, თუმცა მისი ფეისბუქ გვერდი აქტიურია. რაც შეეხება ელექტრონულ შესყიდვებს, 2020 წლის აპრილის შემდეგ მონაწილეობა აღარ მიუღია.

ივანაშვილი ტენდერებში ძირითადად იმერეთში, კერძოდ კი საჩხერესა და ჭიათურაში მონაწილეობს.

როგორც ინდმეწარმე იგი სულ 72 ტენდერში მონაწილეობდა, აქედან 37 გამარჯვებით დასრულდა. 37ელექტრონული შესყიდვიდან 24-ში ივანაშვილს კონკურენტი არ ჰყოლია, ხოლო 7 კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო. ტენდერებში მონაწილეობა 2014 წელს დაიწყო და პირველივე მისი გამარჯვებით დასრულდა. ივანაშვილს 37 ტენდერის ხელშეკრულება 2.448.344 ლარზე გაუფორმეს. 18 გამარტივებულ შესყიდვაში კი 479.521 მიიღო.

ბესიკ ივანაშვილმა 27 ტენდერი საჩხერეში მოიგო, რომელთა საერთო სახელშეკრულებო თანხა 1,164,883 ლარია. ჭიათურაში 5 შესყიდვიდან - 736,210 ლარის ხელშეკრულება მიიღო, თბილისის კრწანისის გამგეობაში მოგებული 4 ტენდერის ღირებულება 536,250 ლარია. ზურმუხტთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 11,000 ლარია, თანხა კი საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გადაიხადეს. კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოგებული ტენდერების ღირებულება 309,015 ლარია, უკონკურენტო პირობებში კი 1,372,197 ლარი.

შპს ფორტუნა 2000 სულ 22 ტენდერში მონაწილეობდა, 6-ში გაიმარჯვა აქედან 2 ტენდერში კონკურენტი არ ჰყოლია, ხოლო 2 მათი დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო. სახელშეკრულებო თანხა კი 224,428 ლარია. 5 ტენდერი კომპანიამ საჩხერეში მოიგო, სახელშეკრულებო თანხა კი 180,335 ლარია, ხოლო ჭიათურაში ერთ ტენდერში 44,093 ლარზე გაუფორმეს ხელშეკრულება.

შპს ფორტუნა სულ 13 ტენდერში მონაწილეობდა და 3 მათგანში კი გაიმარჯვა, ერთ შესყიდვაში დისკვალიფიკაციის შედეგად 30,000 ლარი მიიღო. კომპანიას სულ 110,938 ლარის ხელშეკრულება გაუფორმეს და სამივე ტენდერი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ გააფორმა. 11 გამარტივებული შესყიდვაში აღებული თანხა კი 22,184 ლარია.

შპს ბესო041 სულ 11 ტენდერში მონაწილეობს, ხელშეკრულება კი 4 მათგანზე გაუფორმეს. 2 კონკურენტის გარეშე და 1 დისკვალიფიკაციით მოიგო. სულ კომპანიას ხელშეკრულება 138,103 ლარზე გაუფრომდა. ოთხივე ტენდერი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის გამოცხადებული იყო.

შპს ლუკა&მარიამი სულ 68 ტენდერში მონაწილეობს, 36 მათგანში კი გაიმარჯვა. 20 ელექტრონული შესყიდვა უკონკურენტო გარემში მოიგო და 725,341 ლარის ხელშეკრულება გაუფორმდა, 13 ტენდერი კი კონკურენტთა დისკვალიფიკაციით მოიგო, ხოლო სახელშეკრულებო თანხამ 432,673 ლარი შეადგინა. საერთო ჯამში, კომპანიას 1,333,405 ლარის ხელშეკრულება გაუფორმდა. აქედან საჩხერის მუნიციპალიტეტიდან 1,028,591 ლარი აიღო, ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან 297,238 ხოლო ზურმუხტის გამოცხადებულ ტენდერში 7,575 ლარი საჩხერის ბიუჯეტიდან გადაუხადეს. შპს „ლუკა&მარიამმა“ 5 გამარტივებულ შესყიდვაში 49,418 ლარი მიიღო.

2014-2020 წლებში ივანაშვილმა სახელმწიფო ბიუჯედიტან 4,806,345 ლარის ხელშეკრულებები მიიღო. საჩხერის ბიუჯეტიდან 3,192,552 ლარი, ჭიათურის კი 1,077,542 ლარი.

წყაროები:

1. https://tenders.procurement.gov.ge/public/

2. https://mtavari.tv/.../5001-besik-ivanashvilis-aghkvetis...

3. https://tendermonitor.ge/ge/organization/15599?spage=3

4. https://tendermonitor.ge/ge/organization/9549?spage=2

5. https://tendermonitor.ge/ge/organization/115613

6. https://www.companyinfo.ge/ka/corporations/88926

7. https://www.companyinfo.ge/ka/corporations/253115

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-03/163540663_2913831768892254_1076283105627267624_o.jpegმარტი 2021 2021 Author ელენე აბდუშელიშვილი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   375 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 375 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(3)