Jump to content
×
×
  • Create New...

კრეატინი – მიკრონიზებული, მონოჰიდრატი, გლუკონატი და ეთილის ესტერი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

კრეატინი ამინომჟავებისგან წარმოიქმნება, იგი ბუნებრივად გვხვდება ორგანიზმში. კრეატინის 95% ჩონჩხსა და კუნთებში ინახება. თირკმელები, ბიოსინთეზის საშუალებით, ქმნიან კრეატინს. ამ პროცესის დროს, ამინომჟავა გლიცინი და არგინინი ერთიანდება და ქმნის გუანიდინოცეტატს, რომელიც შემდგომში მეთილდება, რომ წარმოქმნას კრეატინი. სინთეზირების შემდეგ, კრეატინი სისხლის საშუალებით მიეწოდება კუნთებს.

მიკრონიზებული კრეატინის ბენეფიტები

კრეატინი ძირითადად გამოიყენება სპორტში და ბოდიბილდინგში გამძლეობის და ძალის გასაზრდელად. მისი მიღება დაკავშირებულია რამდენიმე მნიშვნელოვან დადებით შედეგთან:

  • ხელს უწყობს ცილების სინთეზის პროცესის დაჩქარებას

კრეაიტინი ზრდის ATP-ს მარაგ კუნთებში, რაც კუნთებს აძლევს ენერგიას, ორგანიზმს ძალას.

  • აუმჯობესებს ფიზიკურ აქტივობას და აჩქარებს აღდგენის პროცესს

კვლევებით დადასტურებულია, რომ სპორტსმენები, ვინც დღიურად 5-10 გრამ კრეატინს იღებდა, უფრო კარგად ასრულებდნენ როგორც აერობულ, ისე ანაერობულ ვარჯიშებს.

კვლევებით ასევე დასტურდება, რომ ვარჯიშის შემდეგ კრეატინის მიღება ამცირებს კუნთების ტკივილს და სწრაფად აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს.

  • ხელს უშლის ძვლის დაშლის პროცესს

კრეატინი ჩონჩხში, ანუ ძვლებში ინახება, შესაბამისად ის ძვლისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებაა. კვლევებმა დაადასტურა, რომ კრეატინი ხელს უწყობს ტუტე ფოსფატის დონის მატებას, რომელსაც ორგანიზმი დაზიანებული ძვლების აღსადგენად იყენებს.

კრეატინი და ადამიანის ორგანიზმი

ადამიანის სხეული თვითონ აწარმოებს კრეატინს, რომელიც თირკმელებსა და ღვიძლში სინთეზირდება. ორგანიზი ყოველდღიურად 1 გრამ კრეატინს აწარმოებს, წითელი ხორცის მიღებით შეგიძლიათ 2-3 გრამი კრეატინის დამატებით მიღება. მიუხედვად ამისა, მასთან ასოცირებული ყველა სარგებლის მისაღებად, დღიური მოხმარება 5-20 გრამი უნდა იყოს.

კრეატინი ადამიანის სხეულში ორი ფორმით ინახება – ფოსფოკრეატინი და თავისუფალი კრეაიტინი.

ფოსფოკრეატინი კრეატინის 60-70% შეიცავს, თავისუფალი კრეატინი კი დაახლოებით 30-35%-ს.

კრეატინი და მისი ფორმები

კრეატინი სხვადასხვა ფორმით გვხვდება: კრეატინის მონოჰიდრატი, მიკრონიზებული, გლუკონატი და ეთილის ესტერი.

  • კრეატინის მონოჰიდრატი

კრეატინის მონიჰიდრატი ყველაზე გაყიდვაში და ხელმისაწვდომი კრეატინის ფორმაა ბაზარზე. ამ ფორმის თითო მოლეკულა სუფთა კრეატინის 88-90%-ს შეიცავს.

დადებითი მხარეები

  • ბაზარზე მისი ფასი დაბალია;
  • მასთან დაკავშირებით, ყველაზე მეტი სამეცნიერო კვლევაა ჩატარებული;
  • ფართოდ ხელმისაწვდომია ყველასთვის.

უარყოთი მხარეები:

  • არ არის წყალში ხსნადი;
  • შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები;
  • მხოლოდ 1% იშლება ორგანიზმში.

მიკრონიზებული კრეატინის მონოჰიდრატი

როგორც სახელიდან ჩანს, მიკრონიზებული კრეატინის მონოჰიდრატი კრეატინის მონოჰიდრატის ფხვნილის ფორმაა, რომელიც 20-ჯერ მიკრონიზირებულია.

შედეგად წარმოიქმნება კრეატინის ფხვნილის ფორმა, რომელიც ცნობილია როგორც მიკრონიზებული კრეატინის მონოჰიდრატი, რომელიც წყალში ხსნადია და კრეატინის მონოჰიდრატის ყველა თვისება აქვს.

დადებითი მხარეები

  • წყალში ხსნადია,
  • ორგანიზმი მარტივად ითვისებს;
  • ამცირებს კუჭთან დაკავშირებული პრობლემებს, რადგან ორგანიზმში მარტივად იშლება;

უარყოფითი მხარეები

  • საკმაოდ ძვირია, რადგან ის უნდა გადაიქცეს წვრილი ფხვნილის ფორმად;

კრეატინის გლუკონატი

კრეატინ გლუკონატის სინთეზირება კრეატინისა და გლუკონის მჟავის ურთიერთქმდებით ხდენა. გლუკონის მჟავა სხვადასხვა ხილსა თუ პროდუქტებში გვხვდება, ის ბუნებრივად ტკბილი ნივთიერებაა. კრეატინ გლუკონატი სინთეზირება მხოლოდ ლაბორატიებში ხდება.
გლუკონის მჟავა ადვილად იხსნება წყალში, ამიტომ კრეატინ გლუკონატის წყალში ხსნადობის უნარი მაღალია. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ კი, ნაწლავები მას მარტივად იწოვს.

დადებითი მხარეები:

  • წყალში ხსნადია;
  • ორგანიზმი მარტივად იწოვს.

უარყოფითი მხარეები:

  • გლუკოზის შემცველობის გამო, იწვევს ინსულინის დონის მატებას.

კრეატინ ეთილ ესტერი

კრეატინ ეთილ ესტერი არის კრეატინის მოლეკულისა და ეთილის ესტერის მოლეკულის დამატების შედეგად მიღებული პროდუქტი. ეს ფორმა ყველაზე ხსნადი ფორმაა. მისი მიღება ამცირებს კუჭ-ნაწლავის სისტემასთან ასოცირებულ დისკომფორტს, ის არ აკავებს ორგანიზმში წყალს, რაც ნიშნავს იმას, რომ არ იწვევს შებერილობას.

დადებითი მხარეები:

  • კრეატინის ერთ-ერთი ყველაზე ხსნადი ფორმაა;
  • უჯრედებში ადვილად შეიწოვება, შეწოვის პროცენტული მაჩვენებელი თითქმის 99%-ია;
  • არ იწვევს წყლის შეკავებას.

უარყოფითი მხარეები:

  • მისი წარმოება საკმაოდ ძვირია,

შესაბამისად ბაზარზე მისი ფასი საკმაოდ მაღალია.

  • ესტერის გამო, მას მძაფრი სუნი აქვს, თუმცა შეგიძლიათ აბების სახითაც მიიღოთ.

წყარო: Myprotein.com

The post კრეატინი – მიკრონიზებული, მონოჰიდრატი, გლუკონატი და ეთილის ესტერი appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

  • ფორუმელი

სპორტსმენები სვამენ ხო ამ დანამატს? :aham:

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share