Jump to content
×
×
  • Create New...

მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებს შეუერთდა და პირველად ივარჯიშა [ფოტო] #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა და გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლმა 20 წლის ფეხბურთელი ნაკრებში პირველად გამოძახა და ახლა მისი ხელმძღვანელობით გიორგი ნაკრების დებიუტისთვის ემზადება.

საფრანგეთში დაბადებული 20 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ლიონის „ოლიმპიკის“ აღზრდილია. მისი სატრანსფერო უფლება ფრანგულ „მეცს“ ეკუთვნის, ამაჟამად კი იჯარით ბელგიის მეორე ლიგის „სერენში“ თამაშობს და 18 მატჩში 18 გოლით ლიგის ბომბარდირებში მეორე ადგილზეა.

გიორგი მიქაუტაძე იყო საფრანგეთის 18-წლამდელთა ნაკრების კანდიდატი. საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება წელს მიიღო და საქართველოს პასპორტი აიღო.

1616504089-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A5%E

ფოტოები: GFF.GE

The post მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებს შეუერთდა და პირველად ივარჯიშა [ფოტო] #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   193 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 193 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(21)
    • YandexBot(18)
    • Facebookexternalhit(2)