Guest Merlin Posted 1 მარტი, 2021 Posted 1 მარტი, 2021 „წყლით შიმშილი“ ზუსტად იგივეს ნიშნავს, რასაც ეს ორი სიტყვა გეუბნებათ: გარკვეული დროის განმავლობაში, საჭმლის ნაცვლად, იღებთ მხოლოდ წყალს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არაჩვეულებრივი გზაა წონის დასაკლებად, ხშირად შედეგი არც ისე მალე დგება. ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ რელიგიური რიტუალების დროს, ან სამედიცინო პროცედურების წინ, მომზადებისას. სანამ ამ მეთოდს მიმართავთ, მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება. რა არის წყლის „ფასტინგი“? „ფასტინგი“ – ანუ შიმშილი გულისხმობს ყველანაირი საკვებისა და სასმელის მიღების აკრძალვას, შესაბამისად წყლის „ფასტინგი“ ნიშნავს, რომ წყლის გარდა არანაირ საკვებს არ იღებთ. ამ მეთოდს განიხილავენ როგორც ორგანიზმის „გამწმენდს“. რამდენად უსაფრთხოა? წყლის „ფასტინგის“ უსაფრთხოება დამოკიდებულია შიმშილის ხანგრძლივობაზე და თქვენი ჯანმრთელობის ისტორიაზე. არსებობს რამდენიმე, ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენა: შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია წყლის მიღება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ჰიდრატაციისთვის, თუმცა სითხეს მხოლოდ წყლიდან არ ვიღებთ. დღიურად მიღებული სითხის ერთ მესამედს საკვებიდან ვიღებთ, „ფასტინგის“ დროს კი, მხოლოდ წყალზე ყოფნამ შეიძლება სრულად ვერ დაიცვას ორგანიზმი დეჰიდრატაციისგან. მსგავსმა მეთოდმა შეიძლება გამოწვიოს წონის კლებაზე წყლის დაკარგვის ხარჯზე მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოსასმენად სასიამოვნოდ ჟღერდეს კილოგრამების რამდენიმე დღეში დაკლება, წყლის „ფასტინგმა“ შეიძლება გამოწვიოს ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით წყლის დაკარგვა და საბოლოოდ მიიღოთ კლება მშრალი კუნთოვანი მასის დაკარგვის ხარჯზე. ეს არ არის კვების ადეკვატური მეთოდი ორგანიზმს ენერგიისთვის ყოველდღიურად განსაზღვრული კალორიის მიღება ესაჭიროება. ენერგიის გარდა, საკვების მიღება ამარაგებს ორგანიზმს საჭირო მიკრო და მაკრო ნუტრიენტებით, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანზმის ბალანსირებულად ფუნქციონირებას. ნებისმიერი კვების მეთოდი, რომელიც არ შეიცავს ცხიმს, ცილას, პროტეინებს, ნახშირყლებს, ვიტამინებსა და მინერალებს, ითვლება, რომ არ არაჯანსაღი მიდგომაა და მსგავსი მეთოდის დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს ადამიანის ორგანიზმს. შეიძლება იგრძნოთ სისუსტე და თავბრუსხვევა თუ თქვენს ორგანიზმს განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვს ნახშირწყლების მიმართ, ან სისხლში შაქრის კონტროლთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გაქვთ, მაშინ მსგავსი მეთოდი შეიძლება თქვენთვის არც ისე სასარგებლო აღმოჩნდეს. სისხლში დაბალი შაქრის დონის გამო გამოწვეული გვერდითი მოვლენები, ძალიან გავს დეჰიდრატაციის დროს გამოვლენილ სიმპტომებს – ორივეს კომბინაციამ კი შეიძლება კიდევ უფრო რთული გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს. შეიძლება იგრძნოთ სისუსტე, დაღლილობა, უენერგიობა, გულისრევა ან თავბრუსხვევა. როცა წყლის „ფასტინგის“ შემდეგ, ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდებით, შეიძლება ძალიან ბევრი საკვები მიიღოთ. რამდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ წყლის მიღება, რა თქმა უნდა, რთული პროცესია როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურადაც. ჭამის სურვილის დათრგუნვა ნამდვილად არ არის მარტივი, ამიტომ შეიძლება მსგავსი კვების მეთოდის დასრულების შემდეგ, ძალიან ბევრი საკვები მიიღოთ და „აღნიშნოთ“ თქვენ მიერ რამდენიმე დღეში დაკლებული კილოგრამები. წყლის „ფასტინგის“ ბენეფიტები წყლის „ფასტინგი“ ნამდვილად გეხმარებათ წონის კლებაში; არეგულირებს შიმშიილის შეგრძნებას: კვლევებით დაადასტურდა, რომ ფასტინგი ჰორმონ ინსულინზე და ლეპტინზე ახდენს გავლენას, ორივე ჰორმონი შიმშილის რეგულირებას უწყობს ხელს. წყლის „ფასტინგი“ არ არის რეკომენდირებული ორსულებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც კვებითი დარღვევები აქვს, ან რაიმე ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემა. სანამ გადაწყვეტთ წონის დასაკლებად ამ მეთოდს მიმართოთ, აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან. ამ მეთოდის დროს, მნიშვნელოვანია დღეში 2-3 ლიტრამდე წყლის მიღება. რადგან ამ პერიოდის განმავლობაში „შიმშილობთ“ და კალორიებს არ იღებთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, უენერგიობა, რაც ხელს შეგიშლით მაგალითად ძლიერი ინტენსივობის ვარჯიშების შესრულებაში. შეჯამება წყლის „ფასტინგი“ ძალიან ექსტრემალური მეთოდია წონის კლებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ხანგრძლივობა მკაცრად გააკონტროლოთ. წონის კლება შესაძლებელია სხვა, უფრო უსაფრთხო მეთოდებიდან საკვების სრულად აკრძალვის გარეშე. წყარო: Myprotein.com The post რამდენად უსაფრთხოა „ფასტინგის“ ე.წ. შიმშილის დროს მხოლოდ წყლის მიღება? appeared first on Fit.Ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა