Jump to content
×
×
  • Create New...

რა არის ტაურინი? ბენეფიტები და დოზირება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ტაურინი ამინომჟავაა, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივად გვხვდება. იგი ხელს უწყობს ნევროლოგიურ განვითარებას და სიფხიზლეს, სწორედ ამ ფუნქციების გამო გვხვდება იგი ენერგეტიკულ სასმელებში.

ტაურინის შემცველობით მდიდარია საქონლის და ქათმის ხორცი, ასევე გვხვდება თევზში. ის იმაზე მეტად სასარგებლოა, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

ტაურინის მიღების ბენეფიტები

მიუხედავად იმისა, რომ ტაურინს ორგანიზმში ბუნებრივად ვხვდებით, მისი თვისებებიდან გამომდინარე, რომელიც ხელს უწყობს ადაიანების ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესებას, მას აქტიურად იყენებენ ფიტნეს ინდუსტრიაში დანამატის სახით.

1.ხელს უწყობს ცხიმის წვას

ტაურინის მიღება ეხმარება ორგანიზმს ცხიმის მარაგების მეტაბოლიზებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ტაურინის საკვებდანამატის სახით მიღება ხელს უწყობს ცხიმის პროცენტული მაჩვენებლის შემცირებასა და მშრალი კუნთოვანი მასის გაზრდას.

თუ საკვები პროდუქტებიდან ტაურინის საკმარის რაოდენობას არ იღებთ, შეიძლება სტრესის მიმართ უფრო მგრძნობიარე გახდეთ. მისი საკვებდანამატის სახით მიღება ხელს უწყობს ორგანიზმში ადრენალინის და კორტიზოლის დონის შემცირებას, რომელთა ჭარბი რაოდენობაც დაკავშირებულია სტრესსთან და შფოთვასთან.

2.აუმჯობესებს ფიზიკურ აქტივობას

ტაურინი ძალიან პოპულარული საკვებდანამატია მათთვის, ვინც რეგულარულად ვარჯიშობს ან სპორტითაა დაკავებული.

კვლევებით დადასტურებულია, რომ ტაურინის BCAA-სთან ერთად მიღება ამცირებს კუნთების ტკივილს ვარჯიშის შემდეგ და ხელს უწყობს აღდგენის პროცესის დაჩქარებას.

3.მისი მიღება აჯანსაღებს ორგანიზმს

როგორც უკვე ვახსენეთ, ტაურინს აქვს სიფხიზლის გამაძლიერებელი მოქმედება, რაც მისი პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი ძირითადი მიზეზია, თუმცა ამას გარდა, ის აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა ფუნქციონირებისთვის.

ტაურინის მიღების შესაძლო გვერდითი ეფექტები

იმის გათვალისწინებით, რომ ტაურინი ბუნებრივად გვხვდება ორგანიზმში, მისი დანამატის სახით მიღება დაკავშირებულია მინიმალურ გვერდით მოვლენებთან. მიუხედავად ამისა, ტაურინის, როგორც საკვებდანამატის, გადაჭარბებული დოზით მიღებამ შეიძლება სხვადასხვა გვერდითი მოვლენა გამოიწვიოს.

დამტკიცებულია, რომ დღიურად 1-2 გრამამდე ტაურინის მიღება უზრუნველყოფს ყველა იმ დადებით შედეგს, რომელიც უკვე ვახსენეთ.

ტაურინის გადაჭარბებული რაოდენობა ორგანიზმიდან თირკმელების დახმარებით გამოიდევნება. კვლევებით დადასტურებულია, რომ მისი ჭარბი რაოდენობით მიღებაც შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია.

შეჯამება

ტაურინის მიღების უარყოფითი და დადებითი ეფექტების განხილვის შედეგად ცხადი ხდება, რომ მას უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე ზიანის.
ის ხელს უწყობს გონებრივ სიფხიზლეს, აუმჯობესებს ფიზიკურ აქტივობას, მონაწილეობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანსაღად ფუნქციონირებაში.

წყარო – MyProtein.com

The post რა არის ტაურინი? ბენეფიტები და დოზირება appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   298 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 298 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(3)