Jump to content
×
×
  • Create New...

დანამატის მიღების დრო – უზმოზე, თუ საკვების მიღების შემდეგ


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

რა თქმა უნდა, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი დანამატების მიღება სასარგებლოა ნებისმიერ დროს, თუმცა არსებობს გარკვეული დრო, გარკვეული კომბინაცია და სხეულის მდგომარეობა, როცა მათი მიღება კიდევ უფრო ეფექტურია, რადგან ორგანიზმი იმ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ კონკრეტულ დანამატს უფრო კარგად ითვისებს.

თუ გსურთ გააუმჯობესოთ თქვენი ფიზიკური მონაცემები და ძალა, მნიშვნელოვანია ყველა კომპონენტის კარგად შესწავლა და ზედმიწევნით დაცვა. უმთავრეს როლს თამაშობს ბალანსირებული კვება, რეგულარული ვარჯიში, ამ პროცესში დანამატების მიღება კიდევ უფრო მეტად ზრდის ეფექტურობას, თუმცა ყველა კომპონენტის დაცვა მნიშვნელოვანია.

უზმოზე მისაღები დანამატები

  • პრობიოტიკები;
  • მაგნიუმი;
  • რკინა;
  • თუთია ( მნიშვნელოვანია, თუთია რკინასთან ერთად არ მიიღოთ, რადგან ერთად მიღების დროს, ხელს უშლიან შეწოვის პროცესს. თუთიის მიღება კარგია მაგნიუმთან ერთად, ძილის წინ);
  • B-12 (მიიღეთ დამოუკიდებლად, სხვა დანამატების გარეშე).
    წყალში ხსნადი დანამატები მიიღეთ საკვებთან ერთად
  • B ჯგუფის ვიტამინები, B-12-ის გარდა;
  • ვიტამინი C;
  • კალციუმი (მცირე რაოდენობით, ძალიან სწრაფად შეიწოვება);
  • კალიუმი;
  • კრეატინი;

დამატებითი რჩევა: 

თუ კვების დროს უარს ამბობთ ცხიმებზე, არ უნდა დაგავიწყდეთ ზეთის დანამატები, როგორიცაა თევზის ზეთი ან CLA – ისინი დიეტურ ცხიმებად ითვლება.

ბეტა ალანინზე გავლენას ახდენს დრო და საკვების კომბინაცია, მიუხედავად ამისა, ის შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიიღოთ. მისი საკვებთან ერთად მიღება ანელებს შეწოვის პროცესს, ამიტომ უმჯობესია თუ მას უზმოზე მიიღებთ.

დანამატები, რომლებიც შეგიძლიათ ცხიმის შემცველ საკვებთან ერთად მიიღოთ

  • მულტივიტამინი;
  • ვიტამინი D;

ყველა სხვა დანარჩენი, რომელიც არ არის ნახსენები სტატიაში, შეგიძლიათ მიიღოთ, რადგან ცხიმში ხსნად ნივთიერებებად ითვლება.

შეჯამება

ძირითადად სპეციალისტები გვირჩევენ, რომ საკვებდანამატები უზმოზეზი არ მივიღოთ, რადგან ზოგ შემთხვევაში კუჭნაწლავის გაღიზიანებას იწვევს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ გვერდითი ეფექტების გამოვლინება, თუ დანამატებს შეისწავლით და მათ ოპტიმალურ დროსა და კომბინაციაში გამოიყენებთ.

წყარო: Myprotein.com

The post დანამატის მიღების დრო – უზმოზე, თუ საკვების მიღების შემდეგ appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   39 all people including: 0 წევრი, 3 ანონიმური, 36 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • YandexBot(6)