Jump to content
×
×
  • Create New...

ტრიბულუსი – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Tribulus ცნობილია, როგორც Tribulus Terrestris და მომდინარეობს მცენარის ფესვებიდან. ის სავსეა ქიმიკატებით, რომლებიც ცხოველებში გარკვეული ჰორმონების დონეს ზრდის, თუმცა ადამიანებში ტესტოსტერონის დონის მომატების შანსი საკმაოდ მცირეა, ტრიბულუსის მიღებამ რაც არ უნდა გაზარდოს ტესტოსტერონის დონე, მათი რიცხვი მაინც მინიმალური იქნება. მიუხედავად ამისა, მას აქტიურად იყენებენ სპორტსმენები და ბოდიბილდერები.

ტრიბულუსის მიღების ბენეფიტები

ტრიბულუსი აბების სახით გვხვდება, რომლის მიღებაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ცირკულაციას. ასევე ზრდის ლიბიდოს, რაც იწვევს ძალისა და კუნთოვანი მასის მცირედ ზრდას.

ტრიბულუსის მიღება ხელს უწყობს ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის დარეგულირებას.
ტრიბულუსი აწესრიგებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, აგვარებს ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს. ის არა მხოლოდ ძილს, არამედ ძილის დროს აღდგენით პროცესებს უწყობს ხელს, რაც ნიშნავს იმას, რომ დილით უფრო ენერგიულად გაიღვიძებთ.

რაც შეეხება ორგანოებს, ის ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაუმჯობესებას, ასევე იცავს ღვიძლს, თირკმელებს და პროსტატას სხვადასხვა დაავადებების განვითარებისგან.

ტრიბულუსი, როგორც დანამატი

  • დოზა

ტრიბულუსის მისაღები დღიური ნორმა 600-1200 მილიგრამია. რადგან ის არ არის სტიმულატორი, მისი მიღება არ შეგიშლით ხელს ძილის პროცესში, პირიქით. თუ რეკომენდირებულ დოზას მიიღებთ, გვერდითი მოვლენების განვითარების შანსი ძალიან მცირე და იშვიათია.

ყველაზე ხშირად, გვერდით ეფექტად განიხილავენ გახშირებულ გულისცემას, თუმცა ეს დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე.

  • ტესტოსტერონი

სექსუალური ჯანმრთელობისთვის ან ლიბიდოს პრობლემების მქონე მამაკაცებისთვის ტრიბულუსის მიღება შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს, რადგან ის ხელს უწყობს ტესტოსტერონის დონის რეგულაციას. თუ მაღალი გაქვთ, ტრიბულუსის მიღება შეამცირებს მის დონეს, თუ დაბალი გაქვთ პირიქით, გაზრდის.

  • ენერგია

ტრიბულუსი მოიხსენიება როგორც ანაბოლური მცენარე, რადგან მას აქვს უნარი შეცვალოს ტესტოსტერონის დონე. თუ გსურთ დარწმუნდეთ, როგორ მოქმედებს ის ენერგიაზე, შეგიძლიათ დაიწყოთ მისი მიღება დღიურად დაახლოებით 600-1200 მილიგრამი.

1200 მილიგრამდე მეტის მიღების შემთხვევაში, ის მოქმედებს როგორც სტიმულატორი (მაგალითად, როგორც კოფეინი) და შეიძლება გამოწვიოს გახშირებული გულისცემა და სხვადასხვა გვერდითი მოვლენა, რაც სტიმულატორებს ახასიათებს.

წყარო: Myprotein.com

The post ტრიბულუსი – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   129 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 128 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(23)
    • YandexBot(17)
    • Facebookexternalhit(2)
    • Googlebot(2)
    • t-90