Guest Merlin Posted 23 მარტი, 2021 Posted 23 მარტი, 2021 ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულები მე-6და მე-10 კლასის მოსწავლეები არიან. . ორივე კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. მე-10 კლასის მოსწავლე მშობელთან ერთად მკურნალობის კურსს სამედიცინო დაწესებულებაში გადის, მე-6 კლასის მოსწავლე კი თვითიზოლაციაშია და მკურნალობს. ”ორშაბათს დაახლოებით 12 საათზე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მე-10 კლასის მოსწავლეს და მის მშობელს დაუდგინდათ კოვიდინფექცია. ეს კლასი სწავლობს მეორე ცვლაში, ამიტომ დავუკავშირდით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და მივიღეთ ინფორმაცია, რომ კლასი უნდა გადასულიყო იზოლაციაში. გუშინ საღამოს კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. საუბარია მე-6 კლასის მოსწავლესა და მის მშობელზე. კლასი დღეიდან გადავიდა იზოლაციაში. სკოლა არ იხურება, მხოლოდ ორი კლასი ისწავლის დისტანციურად. დღეს გეგმიური ტესტირებაც ტარდება და ამის შემდეგ გაირკვევა არის თუ არა რომელიმე პედაგოგი ინფიცირებული”, – განაცხადა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნანი ცივაძემ. წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა