Jump to content
×
×
  • Create New...

პირველი მარცხი კარიერაში, რა ელის რომან დოლიძეს – ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

რომან დოლიძემ (8-1) MMA პროფესიულ კარიერაში პირველი მარცხი განიცადა. ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში UFC Vegas 22-ის ფარგლებში ბათუმელმა მებრძოლმა საშუალო წონით დივიზიონში სადებიუტო ბრძოლა ჩაატარა. დოლიძის მეტოქე ტრევინ ჯაელსი იყო.

რომანმა პირველი რაუნდი, შეიძლება ითქვას, მეტოქეზე უკეთ გამართა. დოლიძემ უფრო მეტი ზუსტი დარტყმა განახორციელა და რაუნდის ბოლოს გდებაც შეასრულა.

მეორე რაუნდში ვითარება ოდნავ შეიცვალა. რაუნდის დასაწყისში რომანმა რამდენიმე მძიმე დარტყმა გაუშვა, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ქართველს ჰქონდა რამდენიმე მტკივნეული ილეთის გაკეთების მცდელობაც.

მესამე რაუნდში ჯაელსმა დოლიძეს კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენა. საბოლოოდ მსაჯებმა ჯაელსის გამარჯვება საერთო გადაწყვეტილებით დააფიქსირეს (29-28, 29-28 და 29-28)

კარიერიაში პირველი მარცხის შემდეგ რომანს ლას ვეგასში დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

– კარიერაში პირველი მარცხი განიცადე, როდესაც დასრულდა ბრძოლა რა შეგრძნება გქონდა? გეტყობოდა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული იყავი.

– დარწმუნებული ვიყავი, რომ საკმარისი გავაკეთე გამარჯვების მოსაპოვებლად. რთულია, ახლად დასრულებული ბრძოლის შემდეგ დასკვნის გამოტანა, მაგრამ მე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მოვიგე. ახლაც ვერ დავეთანხმები მსაჯების ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ამას ვეღარ შევცვლით. ეს მარცხი ვერ შემაჩერებს.

1616490880-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E

– თუ ელოდი მეტოქისგან ასეთ წინააღმდგებობას?

– არც ბრძოლამდე ვფიქრობდი, რომ ტრევინ ჯაელსი ადვილი მეტოქე იქნებოდა. მისი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ვფლობდი, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მსაჯებმა, ჩემი აზრით, არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

– მეორე და მესამე რაუნდებში მტკივნეული ილეთის გაკეთების რამდენიმე შესაძლებლობა გქონდა. რა დაგაკლდა, იმისათვის რომ დაგესრულებინა ილეთი?

– როგორც წინა ბრძოლაში ჯონ ალანთან, ისე ახლაც მქონდა მტკივნეული ილეთის გაკეთების რამდენიმე შანსი. ვერ გეტყვით კონკრეტულ მიზეზს, რატომ ვერ დავასრულე ილეთი. სამწუხაროა, რომ კარიერაში პირველი მარცხი დამიფიქსირდა, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებ.

– მომდევნო ბრძოლის გამართვა საშუალო წონით დივიზიონში გსურს თუ დაუბრუნდები ნახევრად მძიმე წონას?

– ამაზე დაზუსტებით ახლა ვერ ვისაუბრებ. ჩემს გუნდთან და მენეჯერთან ერთად დავჯდები და ყველაფრის ანალიზს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომავალში სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ.

The post პირველი მარცხი კარიერაში, რა ელის რომან დოლიძეს – ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share