Jump to content
×
×
  • Create New...

მაიკ ტაისონმა ჰოლიფილდთან მესამე ბრძოლაზე და 25 მილიონ დოლარზე უარი თქვა #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

როგორც ჩანს, მაიკ ტაისონისა და ევანდერ ჰოლიფილდის ტრილოგია არ შედგება. ჰოლიფილდის გუნდმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ ტაისონის გუნდთან მესამე ბრძოლაზე მოლაპარაკებები რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა. ღონისძიება მაიამიში „ჰარდ როკ“ სტადიონზე იგეგმებოდა. თუმცა ტაისონის გუნდმა მათი თქმით, შეთავაზებაზე და 25 მილიონ დოლრაზე უარი თქვა.

„ჩვენ გვეგონა, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ. ბრძოლის დაანონსებისთვის და მოსამზადებელი ეტაპის დაწყებისთვის ვემზადებოდით, თუმცა ბოლო მომენტში ტაისონის გუნდმა შეთავაზებაზე უარი თქვა“, – განაცხადა ჰოლიფილდის მენეჰერმა კრის ლოურენსმა.

შეგახსენებთ, რომ ევანდერ ჰოლიფილდი 4-გზის მსოფლიოს ჩემპიონია. პირველი დაპირისპირება მან მაიკ ტაისონთან 1996 წლის ნოემბერში ჩაატარა და 11 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. რემატჩი 1997 წელს შედგა. ამ ბრძოლაში კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი მოხდა. მესამე რაუნდში ტაისონმა ჰოლიფილდს ყურზე უკბინა , რის გამოც მსაჯმა მილს ლეინმა „რკინის მაიკს“ 2 ქულა დააკლო. ბრძოლის გაგრძელების შემდეგ ტაისონმა კიდევ ერთხელ უკბინა ევანდერს, ამჯერად მეორე ყურზე და გაცილებით უფრო ძლიერად. ამის გამო კი უკვე მაიკს დისკვალიფიკაციით წაგება ჩაეთვალა.

The post მაიკ ტაისონმა ჰოლიფილდთან მესამე ბრძოლაზე და 25 მილიონ დოლარზე უარი თქვა #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share