Jump to content
×
×
  • Create New...

გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის ტესტი


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

მრავალმხრივი ინტელექტის ტესტი

ინსტრუქცია: შეაფასეთ თითოეული დებულება:  
0 _ არ ვეთანხმები, 
1 _ ნაწილობრივ ვეთანხმები,
2 _ სრულად ვეთანხმები. 
    შეკრიბეთ ქულები თითოეულ განყოფილებაში. 
   როგორია თქვენი შედეგი? რომელ მონაცემში მიიღეთ უმაღლესი? რომელში მიიღეთ უმცირესი?

Lლინგვისტური ნიჭიერება:
•    ვწერ და გამოვცემ სტატიებს;
•    ყოველდღიურად ვკითხულობ ისეთ რამეს, რაც ჩემს სამუშაოს არ უკავშირდება;
•    ყურადღებას ვაქცევ რეკლამებს და აბრებს;
•    ვუსმენ რადიოს და ვუყურებ სატელევიზიო შემეცნებით პროგრამებს;
•    მიყვარს კროსვორდების შევსება;
•    გაკვეთილზე ვიყენებ დაფას, თვალსაჩინოებებს, პლაკატებს;
•    კარგად ვწერ წერილებს; 
•    ჩემი ნაწერები მომწონს;
•    ადვილად ვიმახსოვრებ სიმღერის ტექსტს;
•    მოსწავლეებს ხშირად ვაძლევ კითხვით და წერით სამუშაოს.

მუსიკალური ნიჭიერება:
•    ვუკრავ მუსიკალურ ინსტრუმენტზე;
•    მუსიკის რიტმის დაჭერა და აყოლა არ მიჭირს;
•    სიმღერაში ხმას ადვილად ვუწყობ;
•    უცებ ვამჩნევ თუ ვინმე არასწორად მღერის;
•    კარგი ხმის ტემბრი მაქვს;
•    გაკვეთილზე ვიყენებ სიმღერებს;
•    მანქანაში, სახლში, სამსახურში ყველგან მიყვარს მუსიკის მოსმენა;
•    ბევრი სიმღერა ვიცი, მისამღერი განსაკუთრებით;
•    ხშირად ვღიღინებ მელოდიას;
•    საყვარელი მუსიკა კარგ განწყობაზე მაყენებს.

ლოგიკურ-მათემატიკური ნიჭიერება
•    მიყვარს ანგარიში, გაზომვა, გამოთვლა;
•    გონებაში ადვილად ვანგარიშობ;
•    მიყვარს კარტის თამაში;
•    სკოლაში მათემატიკა მიყვარდა;
•    მჯერა რომ ყველაფერი რაციონალურია და ლოგიკურია;
•    მიყვარს “ტვინის საჭყლეტი” თამაშები;
•    მაინტერესებს ახალი სამეცნიერო მიღწევები;
•    კერძის დამზადებისას ზუსტად ვიცავ ინგრედიენტების რაოდენობას;
•    კლასში პრობლემების გადასაჭრელ ამოცანებზე მუშაობა მიყვარს;
•    ჩემი მოსწავლეები ორგანიზებულნი არიან.

 სივრცითი ნიჭიერება
•    ყურადღებას ვაქცევ ჩემი ტანისამოსის ფერთა შეთანხმებას;
•    მიყვარს ფოტოსურათების გადაღება;
•    მიყვარს ხატვა;
•    მიყვარს დასურათებული წიგნების კითხვა;
•    მიყვარს ილუსტრირებული სახელმძღვანელოები, გრაფიკები, ცხრილები;
•    უცხო გარემოში ადვილად ვიგნებ გზას;
•    გაკვეთილზე ვიყენებ სურათებსა და სლაიდებს;
•    მიყვარს ‘მოზაიკისა’ და “ლაბირინთების” კეთება;
•    გეომეტრიაში ძლიერი ვიყავი;
•    საკლასო ოთახში ადვილად ვაფიქსირებ სწავლისთვის მისი დიზაინის ეფექტიანობას.

 კინესთეტიკური ნიჭიერება
•    მიყვარს ხანგრძლივი სეირნობა; 
•    მიყვარს ცეკვა;
•    მიყვარს სპორტი და მივსდევ/მივსდევდი კიდეც;
•    მიყვარს ხელსაქმე;
•    პრაქტიკული კეთებით სწავლა მირჩევნია წაკითხვით სწავლას;
•    საუკეთესო აზრები მოძრაობის დროს უფრო მომდის თავში; 
•    მიყვარს კლასის გარეთ აქტივობები;
•    მიჭირს დიდი ხნით ჯდომა;
•    კლასში ხშირად ვატარებ მოძრავ აქტივობებს;
•    ჩემი გატაცებების უმრავლესობა ფიზიკურ აქტივობებს მოიცავს. 
 


ინტრაპერსონალური ნიჭიერება
•    ხშირად ვუთმობ დროს მეტიდაციას, - ღრმად ჩავფიქრდები ხოლმე;
•    დამოუკიდებელი პიროვნება ვარ;
•    ვაწარმოებ დღიურს, ვიწერ ფიქრებს;
•    გაკვეთილის საკუთარი ვარიანტი მირჩევნია წიგნზე მიყოლას;
•    კლასში ვიგონებ ახალ-ახალ აქტივობებს;
•    იმედგაცრუებული ადვილად ვუბრუნდები ნორმალურ მდგომარეობას;
•    მაქვს ღირებულებები და ვიქცევი მათ შესაბამისად;
•    მაქვს ინტერესები და გატაცება, რომლებიც ძალიან მიყვარს;
•    მიყვარს დამოუკიდებელი მუშაობა და მოსწავლეებსაც ვთავაზობ მას;
•    კლასში ვიყენებ “წყნარ წუთებს” რეფლექსიისთვის.

ინტერპესონალური ნიჭიერება
•    სახლში მარტო ყოფნას წვეულებაზე წასვლა მირჩევნია;
•    მიყვარს საკუთარი პრობლემების მეგობართა წრეში გარჩევა;
•    ჩემთანაც ხშირად მოდიან მეგობრები თავისი პრობლემებით;
•    სიამოვნებით ვერთვები საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში;
•    მიყვარს მეგობრების გართობა და წვეულებები;
•    ხშირად ვიღებ ლიდერის როლს;
•    მიყვარს სწავლება და სხვებისთვის რაიმეს კეთების ჩვენება;
•    ერთზე მეტი უახლოესი მეგობარი მყავს;
•    ბევრ და უცნობ ხალხში თავს კარგად ვგრძნობ;
•    სასწავლო პროცესში მოსწავლეებს გადაწყვეტილების მიღებაში ვრთავ.

 საბუნებისმეტყველო ნიჭიერება
•    ჩიტების ჯიშებს ადვილად ვცნობ;
•    მცენარეთა ჯიშებს ადვილად ვცნობ;
•    მიყვარს ბაღში მუშაობა;
•    მიყვარს ცხოველების ყოლა;
•    ადვილად ამოვიცნობ მანქანების მარკას.-
•    ღრუბლების მიხედვით ადვილად გამოვიცნობ მოსალოდნელ ამინდს;
•    Aადვილად ამოვიცნობ სარეველას მცენარეებს შორის;
•    მიყვარს სახლის გარეთ, ბუნებაში დროის გატარება;
•    მიყვარს ინფორმაცია ქვების შესახებ;
•    სახლსა და საკლასო ოთახში მცენარეები მაქვს.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
On 12/26/2020 at 12:08 AM, cosmia said:

   როგორია თქვენი შედეგი? რომელ მონაცემში მიიღეთ უმაღლესი? რომელში მიიღეთ უმცირესი?

 

შენ? :დ

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Moor said:

შენ? :დ

ნა შტო ტი ნამეკაეშ ცარსკაე მორდა? :lol: 

ინტრაპერსონალური ნიჭიერება
ინტერპესონალური ნიჭიერება
ერთ დონეზე მქონდა ინტრაპერსონალური ორი ქულით მაღალი რაც იშვიათია როგორც წესი, ვინც ინტერპერსონალურ ურთიერთობებში ნიჭიერია ინტრაპერსონალურში უჭირს და პირიქით მაგრამ ჩემ შემთხვევაში ასე არ არის, აღარ მახსოვს ზუსტად მაგრამ ყველაზე დაბალი კინესთეტიკურ ნიჭიერებაში ავიღე, არა და ლოგიკურ მათემატიკურში ველოდი ყველაზე დაბალს :lol: 

 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share