Jump to content
×
×
  • Create New...

პროკურატურამ საბანაძე-გულაშვილის შესახებ სატელევიზიო ჩანაწერებზე გამოძიება დაიწყო


Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 22 მარტს გამოძიება დაიწყო „მთავარი არხისა“ და „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში ორი დღის წინ გასულ სიუჟეტებზე, რომლებშიც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ივანე გულაშვილი, რომელიც ახლა პატიმრობაშია, მაღალი თანამდებობის პირებს პოლიტიკური და რელიგიური ლიდერების ფარულ მიყურადებასა და სხვა სადავო მითითებების გაცემაში ამხელს.

პროკურატურის ცნობით, საქმეზე გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა (158-ე) და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების (333) ფაქტებზე დაიწყო.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 21 მარტს, ივანე გულაშვილთან სავარაუდოდ, წელიწადნახევრის წინ ჩაწერილი ინტერვიუ გაუშვა, რომელშიც მან თქვა, რომ სამართალდამცველ სტრუქტურებში მუშაობის დროს, მას მაღალჩინოსნების მითითებებით მოქალაქეების თვალთვალი ევალებოდა და ბევრი ფარული ჩანაწერი აქვს, რისთვისაც, შესაძლოა, მოკლან. ამავე ინტერვიუში გულაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ 2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დროს მან შს მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილის კახა საბანაძისგან რამდენიმე სადავო მითითება მიიღო.

ერთი დღით ადრე, გულაშვილის შესახებ სიუჟეტში „ტელეკომპანია პირველმა“ კახა საბანაძის სამუშაო კაბინეტში, სავარაუდოდ, 2019 წლის 21 ოქტომბერს ფარულად გადაღებული ვიდეოდან ამოღებული კადრებიც აჩვენა. „ტვ პირველის“ ვერსიით, საბანაძეს, რომელსაც მაშინ ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრ გახარიასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, უსაფრთხოების სხვა თანამშრომლები უთვალთვალებდნენ.

მედიით გასული სიუჟეტების შემდეგ, დღეს თანამდებობიდან კახა საბანაძე გადადგა და თქვა, რომ ფაქტების „სრულყოფილი“ და „ობიექტური“ გამოძიებაა საჭირო.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share