Jump to content
×
×
  • Create New...

რუსუდან გლურჯიძის პროექტმა Eurimages-ის დაფინანსება მოიპოვა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ქართველმა რეჟისორმა და პროდიუსერმა, რუსუდან გლურჯიძემ, ევროპის საბჭოს კინოფონდის, Eurimages-ის დაფინანსება მოიპოვა.

Eurimages-ის გადაწყვეტილებით, 162-ე სამუშაო სესიაზე სულ 24 ფილმის პროექტი დაფინანსდა 5,822,000 ევროს ოდენობით. გამარჯვებულებს შორის მიშელ ჰაზანავიშუსის და ძმებ დარდენების პროექტებთან ერთად შეირჩა რუსუდან გლურჯიძის მხატვრული ფილმის პროექტი “ანტიკვარიატი”.

“ანტიკვარიატი” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი საქართველო-ხორვატია-რუსეთის კოპროდუქციაა. პროექტმა კინოფონდისგან 150 000 ევროს ოდენობის დაფინანსება მიიღო.

საქართველო Eurimages-ის წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. ამ წლების მანძილზე კინოფონდის მიერ მხარდაჭერილია 16 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია, ქართული პროექტების დასაფინანსებლად კი გაცემულია 3 242 322 ევრო.

2019 წლის ივლისიდან ევროპის საბჭოს კინოფონდის საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობას ცნობილი ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე იკავებს.

რუსუდან გლურჯიძე ქართველი რეჟისორი და პროდიუსერია. საკუთარი სცენარით გადაღებული აქვს ფილმები “ოსკარი” და “სხვისი სახლი”. უკანასკნელმა ნორვეგიის, პეკინის კინოფესტივალების გამარჯვებული გახდა და 2017 წელს საქართველოს სახელით “ოსკარზე” გაიგზავნა.

The post რუსუდან გლურჯიძის პროექტმა Eurimages-ის დაფინანსება მოიპოვა appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share