Guest Georgia Posted 23 მარტი, 2021 Posted 23 მარტი, 2021 საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა „ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნებს“ ზედიზედ 3 საგარეო მატჩის გამართვა მოუწიათ, რის დადებით და უარყოფით მხარეებზე მაისაშვილმა ისაუბრა. მსგავსი: საქართველომ რუსეთი კალინინგრადში გაანადგურა - 6:23 | რაგბი ევროპის ჩემპიონატი [ვიდეო] #1TVSPORT „კარგი ის არის, რომ ზედიზედ გვაქვს შეხვედრები და შეგვიძლია თამაშიდან თამაშამდე ანალიზები გავაკეთოთ და აქტივი, რაც გვაქვს, შემდეგი მატჩისთვის გადავიტანოთ. ეს გაცილებით უკეთესია იმ შემთხვევებზე, როცა მოთამაშეს ვუშვებთ უკან, რადგან ამ დროს გვიხდება ყველაფრის თავიდან დაწყება. ცუდი მხარე რაც იყო, ეს არის პირველ რიგში, მგზავრობა, განსაკუთრებით ბოლო კვირაში, რადგან არ მოგვეცა საშუალება ესპანეთთან მატჩის შემდგომ მაშინვე რუსეთში წავსულიყავით, იყო ვიზის პრობლემა, ამიტომ მთელი კვირა მგზავრობაში გავატარეთ და თბილისიდან კალინინგრადში ჩარტერული რეისით მოგვიწია გამგზავრება. თუმცა სტაფის მუშაობამ მიიღო ის შედეგი, რომ გუნდს არ შექმნია პრობლემა და თამაშისთვის მზად ვიყავით.“ „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა რუსეთთან შეხვედრა შეაფასა. მსგავსი: რაგბი ევროპა | 28 მარტს დაგეგმილ საქართველო-რუმინეთის მატჩზე ბილეთების 30 პროცენტი გაიყიდება #1TVSPORT „დადებითი მხარე ის იყო, რომ შევძელით ორთაბრძოლების მოგება და სინქრონი შერკინებასა და ხაზს შორის უკეთესი იყო. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მართვა შევძელით, იყო შეცდომები და უკეთესად შეგვეძლო. საკმაოდ კარგი და ლამაზი ლელოები დავდეთ, კიდევ სამის დადება შეგვეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ შეტევები ვერ დავაბოლოვეთ, მაგრამ ეს ემოციის ბრალია, რადგან მოთმინება არ გვყოფნის, ესეც გამოცდილებაა და აქამდეც მივალთ. დომინაცია გვქონდა შეჯგუფებებში. შერკინებაში, საერთო ჯამში ვთვლი, რომ ვაჯობეთ. მოლით უშანსოდ დავტოვეთ, შეტევაში ძალიან ვაჯობეთ და დაცვის მოლში ნაბიჯი ვერ გადმოდგეს წინ. ღია თამაშში კარგად გამოვიყურებოდით და დისციპლინის კუთხითაც კარგად ვითამაშეთ. უარყოფით მხარეს რაც შეეხება, ეს არის თამაშის მართვა და მოთმინება.“ ლევან მაისაშვილმა რუმინეთთან მომდევნო მატჩზეც ილაპარაკა, რომელიც ჩვენს ნაკრებს 28 მარტს ელის. „დამღლელი მოგზაურობების შემდეგ დავასვენეთ გუნდი, ხვალაც მსუბუქი დღე გვექნება და ძირითადად რუსეთთან მატჩის ანალიზს დაეთმობა, შემდეგ უკვე გადავალთ რუმინეთის ნაკრებზე და გავაანალიზებთ ყველაფერს, რაც საჭირო იქნება. ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრისთვის უკეთ უნდა მოვემზადოთ, რადგან დრო მეტი გვაქვს, მშვიდად შეგვიძლია ვიმუშაოთ და სხვადასხვა კომპონენტები დავხვეწოთ.“ The post ტაიმაუტი | ლევან მაისაშვილი – რუმინეთთან მატჩისთვის უკეთ უნდა მოვემზადოთ, რადგან დრო მეტი გვაქვს და მშვიდად შეგვიძლია მუშაობა #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა