Jump to content
×
×
  • Create New...

ტაიმაუტი | დავით მუჯირი – საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ, შესაძლოა, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა გვიანობამდე იმუშაოს #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

28 მარტს თბილისში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრის შემდეგ, მატჩის ბილეთების მფლობელებს გადაადგილების უფლება გვიანობამდე ექნებათ – საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, სავარაუდოდ, გვიანობამდე იმუშავებს. ამის შესახებ, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ილაპარაკა. 

„საკოორდინაციო საბჭო განიხილავს წინადადებას, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩის შემდეგ ბილეთის მფლობელები უზრუნველყოფილები იყვნენ გადაადგილების უფლებით. თავად ბილეთი საშვი არაა. ის პირადი ნომრით და მობილურის ნომრით იქნება რეგისტრირებული და ბილეთების მფლობელები გადაადგილების უფლებას SMS-ით მიიღებენ. შესაბამისად, ამ უფლებას მატჩზე მოსული 16 ათასივე ადამიანი მიიღებს. ერთი მომხმარებელი მაქსიმუმ სამ ბილეთს შეიძენს, მაგრამ სამივე ადამიანის პირადი მონაცემების და მობილურის შეყვანა იქნება საჭირო. იქვე იქნება გრაფა, სადაც ავტომობილით გადაადგილების მსურველიც მანქანის ნომერს მიუთითებს“, – ამბობს მუჯირი.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის თქმით, შესაძლოა, მატჩის დღეს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა გვიანობამდე იმუშაოს.

„თბილისის მერიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები და შესაძლოა, უახლოეს პერიოდში მიღებული იქნას გადაწყვეტილება, რომ მატჩის შემდეგ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც იმუშაოს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭო წინადადებას განიხილავს. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, ტრანსპორტი ღამის 12 საათამდე იმუშავებს თუ 01:00 საათამდე“, – განაცხადა მუჯირმა.

The post ტაიმაუტი | დავით მუჯირი – საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ, შესაძლოა, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა გვიანობამდე იმუშაოს #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share