Guest Merlin Posted 23 მარტი, 2021 Posted 23 მარტი, 2021 თელავის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში კორონავირუსი დაწესებულების თანამშრომელსა და მის მცირეწლოვან შვილს დაუდასტურდა. კორონავირუსის შემთხვევების გამო ბაღში გახანგრძლივებული სწავლების ორი ჯგუფი სრულად დაკეტილია. თელავის ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორ ია ლუარსაბიშვილის განმარტებით, ჯგუფები 13 დღის განმავლობაში, თვითიზოლაციაში იქნებიან. “ორივე ჯგუფში ირიცხება დაახლოებით 60 აღსაზრდელი, თუმცა რეალურად დადიოდა 20 ბავშვი. ყველა თვითიზოლაციაშია და დარჩებიან სახლში, თვითდაკვირვების რეჟიმში. ასევე ჯგუფის ძიძაც. რაც შეეხება ინფიცირებული დედა-შვილის ჯანმრთელობას, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ორივე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დეზინფექცია ბაღში უკვე ჩავატარეთ და კიდევ ვაპირებთ”- აცხადებს ია ლუარსაბიშვილი. თელავის კიდევ ორ საბავშვო ბაღში 88 აღსაზრდელი და 9 აღმზრდელი თვითიზოლაციაში იმყოფება. წყარო: knews.ge Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა