Jump to content
×
×
  • Create New...

ლეგენდარული ელჯინ ბეილორი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ელჯინ ბეილორი NBA-ის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელია. მან ლიგაში 14 სეზონი გაატარა. აქედან 12 ლოს ანჯელესლეიკერსში“.

ბეილორი ლოს ანჯელესში, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა „ლეიკერსმა“, სადაც ნათქვამია, რომ ლეგენდარული კალათბურთელის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი გარემოება იყო და ის არ არის დაკავშირებული კორონავირუსთან.

Elgin Baylor: Forever part of our Lakers Family. pic.twitter.com/zcRhVUSSmx

— Los Angeles Lakers (@Lakers) March 22, 2021

ბეილორი 60-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელია. 14 სეზონის მანძილზე ის მატჩში საშუალოდ 27.4 ქულასა და 13.5 მოხსნას აგროვებდა. „ოლ სტარის“ 10 გზის მონაწილის სტატისტიკა 1961-62 წლების სეზონზე ფენომენალურია – 38.3 ქულა და 18.6 მოხსნა.

1977 წელს კი ელჯინ ბეილორი დიდების დარბაზში შეიყვანეს.

The post ლეგენდარული ელჯინ ბეილორი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share