Guest Georgia Posted 23 მარტი, 2021 Posted 23 მარტი, 2021 საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება თორნიკე ოქრიაშვილის გარეშე დაიწყო – 28 წლის ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების 25-კაციან შემადგენლობას კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში მიღებული ტრავმის გამო გამოაკლდა და მის ნაცვლად გუნდს ვაკო გვილია დაეხმარება. მსგავსი: იძულებითი ცვლილება ნაკრების შემადგენლობაში - სანიოლმა ოქრიაშვილის ნაცვლად გვილია გამოიძახა #1TVSPORT საქართველოს ნაკრების შემტევი კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ანორთოსისისა“ და აელ-ის მატჩის 73-ე წუთზე შეცვალეს. მხოლოდ მატჩის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ თემურ ქეცბაიამ ოქრიაშვილი იძულებით შეცვალა და რომ ქართველ შემტევს ტრავმა ჰქონდა. მაგრამ ოქრიაშვილის ტრავმის საბოლოო დიაგნოზი ჯერ უცნობია, – ინფორმაციას გამოცემა philenews ავრცელებს. თავდამსხმელი საქართველოს ნაკრებს მარტში მსოფლიოს ჩემპიონატსი შესარჩევ მატჩებში შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან თამაშებზე ვერ დაეხმარება, ის უკვე ვარშავის „ლეგიას“ ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ ჩაანაცვლა. რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმას, გამოცემა philenews ამის შესახებ წერს. „ოქრიაშვილი მომხდარით ნოკაუტირებულია. ქართველი ფეხბურთელის პრობლემის მასშტაბი უახლოეს დღეებში დადგინდება, როდესაც ცნობილი გახდება სამედიცინო გამოკვლევების შედეგები, რომელსაც ის გაივლის“. შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ლეგიონერები – გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია, გურამ გიორბელიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ლევან შენგელია, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა და ვაკო გვილია თბილისში დღეს გვიან ღამით ჩამოვიდნენ და გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშს დღეს გამართავენ. The post კვიპროსული გამოცემა ოქრიაშვილის ტრავმაზე – დიაგნოზი უცნობია, გამოკვლევები მალე ჩაუტარდება #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა