Jump to content
×
×
  • Create New...

ალექსანდრე ქორიძის ფილმი Docu Rough Cut Boutique-ის რჩეული გახდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ქართველი რეჟისორის, ალექსანდრე ქორიძის ფილმი “ატონალური გაბრწყინება”, პროექტების განვითარების პლატფორმის, Docu Rough Cut Boutique-ის ერთერთი რჩეული გახდა.

Docu Rough Cut Boutique სარაევოს კინოფესტივალისა და ბალკანეთის დოკუმენტური ცენტრის მხარდაჭერით შექმნილი პლატფორმაა, რომელიც დოკუმენტური კინოს ავტორებს საკუთარი ნამუშევრების წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში ეხმარება.

“ატონალურ გაბრწყინებას” და კიდევ ხუთ რჩეულ ფილმს, აგვისტოში, სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალთან არსებული ინდუსტრიული დღეების ფარგლებში წარადგენენ.

“შერჩეული რეჟისორების კინოსადმი ვნება და ერთგულება აშკარა და შთამაგონებელია. მათი ისტორიები არა მხოლოდ დამაჯერებელი, არამედ ორიგინალური და ახალი ხედვით გადაღებულია, ისინი ცხოვრებისეულ ასპექტებს ნაკლებად შესწავლილი მხარეებიდან აკვირდებიან”. – ვკითხულობთ პლატფორმის განცხადებაში.

ალექსანდრე ქორიძე ქართველი რეჟისორია, გადაღებული აქვს ფილმები “ალსტრომის სინდრომი”, “ბრაზილია”, “თამუნა”, “Che…”, “მონასტერი”,”ამორძალი”. ახალი ნამუშევარი “ატონალური ბრწყინვლება” საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით არის გადაღებული.

The post ალექსანდრე ქორიძის ფილმი Docu Rough Cut Boutique-ის რჩეული გახდა appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share