Jump to content
×
×
  • Create New...

იუნესკო და EI მთავრობებს მოუწოდებენ, რომ პედაგოგები და სასკოლო პერსონალი ვაქცინაციისას პრიორიტეტულ ჯგუფად განიხილონ


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სკოლებმა და სასწავლო დაწესებულებებმა უსაფრთხოების ნორმების დაცვით მუშობა, რაც შეიძლება, დიდხანს შეძლონ. ამ კონტექსტში, ვაქცინაციის სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯების გათვალისწინებით, ჩვენ ვთვლით, რომ მასწავლებლები და დამხმარე პედაგოგიური პერსონალი პრიორიტეტულ ჯგუფში უნდა განიხილონ“, – ნათქვამია იუნესკოს გენერალური დირექტორის ოდრი აზულესა და Education International (EI)-ის გენერალური მდივნის, დევიდ ედვარდსის საერთო ვიდეომიმართვაში.

მთელ მსოფლიოში განათლების სფეროს კორონავირუსით გამოწვეული შეფერხებით 100 მილიონზე მეტი მასწავლებელი და სასკოლო მუშაკი დაზარალდა. იუნესკოს ბოლო მონაცემებით, სკოლები დღემდე 27 ქვეყანაშია დახურული, რის გამოც 300 მილიონზე მეტი მოსწავლე სახლში რჩება. სასწავლო დაწესებულებების დახურვა სწავლაზე, მოსწავლეების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება.

იუნესკოსა და Education International-ის მიერ გამოქვეყნებულ გზავნილში განსაკუთრებულად ხაზგასმულია ის შრომა და თავგანწირვა, რომელიც მასწავლებლებმა სკოლების დახურვის დროს გამოიჩინეს.

„ასეთ რთულ პერიოდში პედაგოგები თავიანთ საქმიანობას აგრძელებდნენ და კრიზისის მოწინავე ხაზზე იდგნენ. ისინი ახალ რეალობაში მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემის ინოვაციურ ხერხებს იგონებდნენ. მასწავლებლები თავიანთ მოსწავლეებს მხარს ყოველგვარი მომზადებისა და შესაბამისი ინსტრუმენტების გარეშე უჭერდნენ“, – აღნიშნულია მიმართვაში.

პედაგოგებისა და ბაღის აღმზრდელების ვაქცინაცია შესაძლოა, ვადაზე ადრე დაიწყოს

მოამზადა თეა ინაშვილმა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share