Guest Georgia Posted 23 მარტი, 2021 Posted 23 მარტი, 2021 ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. იბრამ (მიმდინარე სეზონში „მილანში“ სერია ა-ში 15 მატჩში 15 გოლი გაიტანა) მარტში შვედეთს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში დაეხმარება საქართველოსთან და კოსოვოსთან, ხოლო ამხანაგურად – ესტონეთის წინააღმდეგ. 39 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც ნაკრებში 116 მატჩში 62 გოლი გაიტანა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვედეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონის მოგებას აპირებს. ასევე პირობა დადო, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გაიტანს. „ევროპის ჩემპიონატზე თამაში მსურს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მის მოგებას ვაპირებთ. მე მხოლოდ გამარჯვებისთვის ვთამაშობ. ასევე მსურს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიტანო. ამ ტურნირზე ჯერ არ გამიტანია, მე არ შემიძლია, რომ ამ მაჩვენებელში ნული მეწეროს“, – ამბობს იბრაჰიმოვიჩი. მსგავსი: გიორგი მიქაუტაძე - იბრაჰიმოვიჩი მხოლოდ ტელევიზორში მყავს ნანახი, ახლა მოედანზე შევეჯიბრები #1TVSPORT თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის თქმით, ის მხოლოდ ზენიტში გაჩერდება. „ამის პირობა დავდე, მაგრამ შემდეგ საკუთარ თავს ვკითხე, რა არის ეს ზედა ზღვარი? ახლაც თავს მწვერვალზე ვგრძნობ, თორემ აქ არ ვიქნებოდი. არ მომწონს, ფორმის პიკში თუ არ ხარ და ნაკრებში მხოლოდ სახელით მიდიხარ. მე აქ ვარ, რადგან ამას ვიმსახურებ და იგივე ფეხბურთელი ვარ, როგორიც 2016 წელს, მაგრამ სხვანაირად ვთამაშობ და ბევრად უფრო ჭკვიანი გავხდი – არა მგონია, რომ უკეთესი ვარ, უბრალოდ სხვა ვარ. კარიერის დასრულებაზე ახლა არ ვფიქრობ. მინდა, რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო. სანამ შეგიძლია, უნდა გააკეთო ის, რაც გიყვარს. ფეხბურთი კი მიყვარს და მინდა, რომ ვითამაშო. ჩემს ასაკში, არანორმალურია ისევე კარგად გამოსვლა და იმდენი მატჩის ჩატარება, როგორც მე ვახერხებ, ითამაშო ისეთ კლუბში, როგორიცაა „მილანი“ და მწვერვალზე იყო. მე მსურს საწინააღმდეგოდ დავამტკიცო, ეს ყოველდღიური გამოწვევაა. ფიზიკურად 100% მზად ვერ ვიქნები, მაგრამ ვგრძნობ, რომ კარგად ვარ და თამაში შემიძლია“. იბრაჰიმოვიჩის თქმით, ნაკრებში „რეალ სოსიედადის“ თავდამსხმელს, ალექსანდრ ისააკს 11-ნომრიანი მაისურის დათმობა თხოვა. „ველაპარაკე და მითხრა, თანახმა ვარ, თუ ნომერს მხოლოდ 6-7 წლის შემდეგ დამიბრუნებო. შემდეგ ემილ ფორსბერგმა (შვედეთის ნაკრების და „ლაიფციგის“ ნახევარმცველი) დამირეკა და მკითხა, 10 ნომერი თუ მინდოდა. მე ვუთხარი, რომ არ მინდოდა, რადგან 10 ნომრით ნაკრებში იყო ძველი ზლატანი, ამიერიდან კი კარიერაში ახალი თავი ჩაიწერება“. The post იბრაჰიმოვიჩმა საქართველოსთან მატჩამდე პირობა დადო – შვედეთის ნაკრებში მხოლოდ მოსაგებად დავბრუნდი #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა