Jump to content
×
×
  • Create New...

„ჩელსის“ ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პორტუზე“ გასვლა იზეიმეს – „პორტუს“ ყოფილი ვარსკვლავი აღშფოთებულია #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

„პორტუს“ ყოფილმა ვარსკვლავმა პაულო ფუტრემ ჟურნალისტებს მოუყვა „ჩელსის“ ფეხბურთელების რეაქციის შესახებ, როცა მათ შეიტყვეს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პორტუსთან“ მოუწევდათ შეხვედრა.

„დავურეკე „პორტუს“ მთავარ მწვრთნელს სერჟიო კონსეისაოს და ვუთხარი: „ისინი ზეიმობდნენ!“ „ჩელსის“ ფეხბურთელებმა იზეიმეს, როცა გაიგეს, რომ მეტოქედ „პორტუ“ ერგოთ!

როგორ გავიგე? ყველაფერი ინგლისურ პრესაში დაიწერა. სპეციალურად დავრეკე გადასამოწმებლად. „პორტუს“ ფეხბურთელები ამ ორ მატჩზე ისე უნდა გავიდნენ, როგორც ბოლო ბრძოლაზე, რადგან „ჩელსიში“ უკვე მიაჩნიათ, რომ ნახევარფინალში არიან.

როცა ამის შესახებ მომიყვნენ, ზიზღის გრძნობა დამეუფლა. ყველაფერს მივცემდი, რათა თავად გავსულიყავი მოედანზე „ჩელსის“ წინააღმდეგ. „პორტუს“ მოთამაშეები უნდა მოკვდნენ მოედანზე. სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა იბრძოლონ“, – განაცხადა ფუტრემ.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პორტუსა“ და „ჩელსის“ მატჩები 6 და 13 აპრილს გაიმართება. პირველ შეხვედრას „დრაგაუს“ სტადიონი უმასპინძლებს.

ფუტრეს „პორტუსთან“ ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი 1986-87 წლების სეზონში. ამ გუნდის გარდა, მას უთამაშია „ატლეტიკოში“, „მარსელში“, „მილანსა“ და „ვესტ ჰემში“.

The post „ჩელსის“ ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პორტუზე“ გასვლა იზეიმეს – „პორტუს“ ყოფილი ვარსკვლავი აღშფოთებულია #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   135 all people including: 0 წევრი, 3 ანონიმური, 132 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(23)
    • YandexBot(15)
    • Googlebot(1)
    • Facebookexternalhit(18)