Guest Georgia Posted 22 მარტი, 2021 Posted 22 მარტი, 2021 საჩხერეს „ჩიხურამ“ სეზონის მსვლელობისას ორი მოთამაშე დაიმატა და ორივე ბრაზილიელია. მსგავსი: ლიგა 2-ში ტური დასრულდა - „ჩიხურამ“ და „გარეჯმა“ პირველი გამარჯვებები იზეიმეს #1TVSPORT პირველი მათგანი საულო დე აკინიო გახლავთ – პოზიციით მცველი. 23 წლის ბრაზილიელი ბოლოს ნეპალის ჩემპიონატის „ფრენდს ქლაბში“ თამაშობდა, რომელიც მიმდინარე სეზონში 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა. საერთაშორისო ცნობარებში მისი გვარი 2018 წლიდან ფიგურირებს, როდესაც დაბალი ლიგის ბრაზილიურ „ვერდეს მარესში“ ჩაირიცხა. ნეპალის ჩემპიონატში კი 2019 წლიდან თამაშობს. საჩხერელთა მეორე ლეგიონერი ვაგნერ დო კარმო პოზიციით თავდამსხმელია. 24 წლის ფეხბურთელმაც პროფესიული კარიერა 2017 წელს „უნიაო მოგში“ დაიწყო და საულოს მსგავსად, ნეპალის ჩემპიონატის „ფრენდს ქლაბში“ 2019 წლის ნოემბრიდან გადავიდა. საჩხერეს „ჩიხურას“ ლეგიონერებმა გუნდში სადებიუტო შეხვედრა დღეს ეროვნული ლიგის მე-4 ტურში ჩაატარეს – საულო ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო ვაგნერ დო კარმო სათადარიგოებში იყო და მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა. The post ორი ბრაზილიელი, ორივე ნეპალიდან – „ჩიხურამ“ ლეგიონერები დაიმატა #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა