Jump to content
×
×
  • Create New...

ანტიქრისტე ლენინია


ბუდა
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

1981 წლიდან მივიღე ღვთისგან იოანეს გამოცხადების განმარტება 12 თავიდან 20 თავის ჩათვლით.
2014 წელს კი პირველი თავიდან 12 ჩათვლით.

მთელი აპოკალიფსის მთავარი მინიშნებაა ღვთისმგმობელი საბჭოთა კავშირის დაარსებაზე და დაშლაზე დედამიწაზე.

იოანეს გამოცხადების განმარტება.

რუსეთის დაშლა გარდაუვალია. წითელი ურჩხული, რომელზეც ამ თავებშია საუბარი საბჭოთა კავშირი და შემდგომი რუსეთია. 1981 წლიდან განუმარტავდი მეგობრებს, ახლობლებს და ეკლესიებს, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლება მეშვიდე-მერვე ხელმძღვანელზე. 1991 წელს სწორედ მეშვიდე-მერვე თავზე, გორბაჩოვზე მოხდა მოსახდენი. რუსეთის დაშლა ეს წინამდებარე მოვლენებია. ყველა იმ ძალებს ვინც ისევ რუსეთზე ამყარებს იმედებს მოვუწოდებ გონს მოეგონ და ნუ დააფუძნებთ თქვენს მომავალს ამ ქვეყანაზე. იოანეს გამოც. 6 თავიდან 20 თავის ჩათვლით, დედამიწაზე პირველი ათეისტური სახელმწიფოს, საბჭოთა რუსეთის დაარსებაზე, ნგრევაზე და კომუნისტური, იმპერიული იდეოლოგიიის ათასი წლით შეჩერებაზე -
- ,,ჩაკეტვაზეა’’ ნაწინასწარმეტყველევი:
გამოც.იოანესი 6,2 - ეს ყველა ის ძალებია, რომლებიც შეებრძოლა ღვთისმგმობელ კომუნისტებს, რუსეთის თეთრგვარდიელებით დაწყებული იოანე პავლე მეორეს, ტეტჩერით და რეიგანით დამთავრებული.
გამოც.იოანესი 6,4 - ეს ღვთისმგმობელი წითელი კომუნისტური იმპერიის სახეა, კომინტერნის მეთაურობით.
გამოც.იოანესი 6,5-8 - ეს ის შიმშილი და უბედურებებია კომუნისტურ ქვეყნებში, რაც მოჰყვება ღვთისმეტყველებასთან და საბაზრო ეკონომიკასთან დაპირისპირებას.
გამოც.იოანესი 8-11 - ეს ჩერნობილის კატასროფაა, აფსინდა იგივე ჩერნობილია.
გამოც.იოანესი 12,3 - ეს წითელი ათეისტური საბჭოთა კავშირის და კომუნისტური თანამეგობრობის სულიერი სახეა, რომელსაც განაგებს მოსკოვიდან შვიდი თავი:1.ლენინი, 2.სტალინი, 3.ხრუშჩოვი, 4.ბრეჟნევი, 5.ანდროპოვი, 6.ჩერნენკო 7.გორბაჩოვი.
გამოც.იოანესი 12,9-12 - ეს ათეისტური ღვთისმგმობელი იდეოლოგიის მქონე სახელმწიფოების დაარსებაა მთელს დედამიწაზე.
გამოც.იოანესი 12,17 - კომუნისტური რევოლუციები და სამოქალაქო ომები მთელს დედამიწაზე. (100 000 000 ადამიანი მსხვერპლი -,,კომუნიზმის შავი წიგნი’’)
გამოც.იოანესი 13,1-2 - საბჭოთა კავშირის შვიდი თავი, სახელმწიფოს ფაქტიური , პარტიული ხელმძღვანელები: 1.ლენინი, 2.სტალინი, 3.ხრუშჩოვი, 4.ბრეჟნევი, 5.ანდროპოვი, 6.ჩერნენკო 7.გორბაჩოვია.
ათი რქა საბჭოთა კავშირში რუსეთთან პირველად ,,ნებით“ გაერთიანებული 10 რესპუბლიკაა, სულ 11 რესპუბლიკა: 1.რუსეთი, 2.უკრაინა, 3.ბელორუსია 4.,ყირგიზეთი, 5.აზერბაიჯანი, 6.საქართველო, 7.სომხეთი, 8.უზბეკეთი, 9.ტაჯიკეთი 10.თურქმენეთი. 11.ყაზახეთი. (სსრკ შემდეგ დაყვეს 15 რესპუბლიკად)
გამოც.იოანესი 13,3-4 - ეს ლენინია, რომელიც კაპლანმა დაჭრა და გადაურჩა სიკვდილს.ამის გამო ბევრმა თაყვანი სცა მას და უღმერთოებას.
გამოც.იოანესი 13,5-6 - ეს ლენინის რადიკალურ მებრძოლ ათეისტურ ღვთისმგმობელობაზეა.1925 წელს დაარსდა “მებრძოლ უღმერთოთა კავშირი” მოსკოვში.
გამოც.იოანესი 13,5 - ლენინი სახელმწიფოს სათავეში აქტიურად მოქმედებდა 1917 წ. ოქტომბრიდან 1921 წ. მარტამდე - 42 თვეს.
გამოც.იოანესი 13,7-8 - ეს ის ქვეყნებია სადაც გაიმარჯვეს კომუნისტებმა.
გამოც.იოანესი 13,11-13 - ეს სტალინია.
გამოც.იოანესი 13,11-15 - ეს სტალინია.ის იყენებდა პირველი მხეცის,ლენინის ავტორიტეტს, გააფეტიშა ის მთელი მსოფლიოსათვის და ნადგურდებოდა ყველა და ყველაფერი ვინც თაყვანს არ ცემდა ლენინის აზრებს და საქმეს.
გამოც.იოანესი 13,16-17 - საბჭოთა კავშირში ტოტალური ძალადობრივი ნაციონალიზაცია ,კოლმეურნეობებისა მეურნებების შექმნა, სადაც ყველა მუშაობდა ფიზიკურად(ხელი) ან გონებრივად (თავი) ლენინის და ათეიზმის ,კომუნისტური იდეალების სადიდებლად.
გამოც.იოანესი 13,17 - ეს რიცხვი ლენინია-ვ.ი.უ. -666.
გამოც.იოანესი 17,11 - ეს გორბაჩოვია, მერვე
ეთერთი შვიდიდან , რომელმაც დაშალა საბჭოთა კავშირი.
გამოც.იოანესი 14,8–11 – კომუნისტური და
შემდგომი რუსეთის ნგრევის პროცესი.
გამოც.იოანესი 20,1–3 - ეს ის ,,ათასწლიანი გამოწვევა“-ა,1991 წლის შემდეგ, როდესაც დაიშლება რა ღვთისმგმობელური კომუნისტური იმპერია , თავისუფალი ევროკავშირი და ა.შ.შ. ყოფილი კომუნისტური რესპუბლიკების დახმარებას დაიწყებენ და ეს რესპუბლიკები შეუერთდება ევროკავშირს და ნატოს. ეს ჩვენ თვალწინ ხდება.

ამას თუ დაუმატებთ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებას, სადაც ეზეკიელ 38.2-3,,,როშა’’ - პირდაპირ რუსეთზეა მითითება და რომ უღმერთოების მეფე - სატანა არ დაიკრძალება -,,ვერ შეუერთდები მათ საფლავში’’, ესაია 14,20 - ლენინი ისევ მავზოლეუმშია, მივიღებთ ისტორიულად სრულიად დასაბუთებულ, ახდენილ წინასწარმეტყველებას, რაც ვფიქრობ მოსალოცია როგორც ქრისტიანული საზოგადოებისთვის, ასევე მთელი კაცობრიობისათვის , რამეთუ კიდევ ერთხელ დამტკიცდა ახალი აღთქმის ჭეშმარიტება.

დამეთანხმებით ალბათ ნებისმიერი ერთი მინიშნება შეიძლება ყველა სახელმწიფოს ან პიროვნებას მიუსადაგოდ, ამ განმარტების ჭეშმარიტებას კი ისეც ამტკიცებს, რომ ყველა ეს ნიშნები და პარალელები იოანეს გამოცხადებიდან, ერთ საბჭოთა კომუნისტურ იმპერიას ესადაგება და ასახავს.
ადიდეთ უფალი და ცხოვრების ქრისტიანული წესი!


12 მინიშნებაა იოანეს წინასწარმეტყველებაში ანტიქრსტეზე , რაც ლენინზე მიგვითითებს.

1...წითელი ურჩხული .(იოან.გამოცხ.12.3) - კომუნისტების დროშის ფერი წითელია.
2... ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი..(იოან.გამოცხ. 13.12) - კომუნისტური იმპერიის პირველი თავი - ლენინი.
3... მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი.(იოან.გამოცხ. 13.5) - სსრკ-ს სახელმწიფო იდეოლოგია - ათეიზმი.
4... წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა.(იოან.გამოცხ. 13.7)- ბოლშევიკების გამარჯვება რუსეთის სამოქალაქო ომში.
5...ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება.. (მეორე თესალონ. 2.4) - ლენინმა ტახტი დაიდგა .
მართლმადიდებლურ ეკლესიათა კომპლექსში მოსკოვში - კრემლში.
6....თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული (იოან.გამოცხ. 13.3) - ლენინი მძიმედ დაჭრა კაპლანმა.
7...მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე (იოან.გამოცხ. 13.5) - ლენინი ქმედითუნარიანი იყო 1917 წლის ოქტომბრიდან 1921 წლის მარტამდე, რასაც თავისი წერილით ადასტურებს.
8. თაყვანი სცენ პირველ მხეცს (იოან.გამოცხ. 13.12) - სტალინმა, ,,სხვა მხეცმა ‘’ გააფეტიშა ლენინი.
9...ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს... ..(იოან.გამოცხ. 13.17) - ტოტალური ძალადობრივი ნაციონალიზაცია - კოლექტივიზაცია.
10. არ დაიმარხება (ესაია 14.20) - ლენინი დღესაც მავზოლეუმშია -მოსკოვში.
11...შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი (იოან.გამოცხ. 17.9) -მოსკოვი სადა დაიდო ტახტი ლენინმა, შვიდ გორაკზეა აშენებული.
12. ..მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს. (იოან.გამოცხ. 17.1) - მოსკოვის ქვეშ ზღვა აღმოაჩინეს კარსტრულ ქანებში.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, ბუდა said:

ანტიქრისტე ლენინია

ჰმ, 
ეს რელიგიის თემაა და არა ფილოსოფიის.თანაც საკამათოა რამდენად რელიგიის თემაა. ერთი პოლიტგანყელი აცოცხლებს მუდმივად.

მაინცდამაინც, ის თემა გადმოაკოპირე, სადაც საერთოდ არ ვიხედები.
რა ვქნა არ ვიცი, დათიკოც არ მყავს ,,რელიგიაში" რომ გადავუგდო.
,,ზამთრის ღმერთი ვარ" მაინც დაგეკოპირებინა, ონტოლოგიურ არგუმენტებს მოვაბავდი და ღმერთად ყოფნის შესაძლებლობებზე ვიმსჯელებდით, მაგრამ ლენინი და ანტიქრისტე აარჩიე.. :(

მოკლედ, გინდა დაგვორნო? :aba:
:gigi:
თან ვუფრთხილდები ჩემს პირველ ვორნს :user:

Share on other sites

 

52 minutes წინ, Darkness said:

ეს რელიგიის თემაა და არა ფილოსოფიის.თანაც საკამათოა რამდენად რელიგიის თემაა. ერთი პოლიტგანყელი აცოცხლებს მუდმივად.

 

ხო, საყლეპროჭაოს ფორმატში უფრო ჯდება :snake:

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

  • ფორუმელი
On 11/19/2020 at 5:15 AM, ბუდა said:

ანტიქრისტე ლენინია

ნანაი და! :up:

განიერი

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share