Guest Georgia Posted 22 მარტი, 2021 Posted 22 მარტი, 2021 „ანორთოსისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დიმიტრის ხრისტოფორუმ აელ-თან ბოლო ტურში დამარცხების (1:2) შემდეგ თემურ ქეცბაიას განცხადებაზე გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მსგავსი: ბერძნული გამოცემა ქეცბაიაზე სიახლეს ავრცელებს - პაოკ-ში თემურის მიწვევის საკითხი ისევ აქტუალურია #1TVSPORT „ეს იყოს იმედგაცრუების დღე. რაც შეეხება თემურ ქეცბაიას საკითხს, ახლა არ არის დრო, რომ დავიწყოთ ეს საუბარი და თანაც – საჯაროდ. ევროსარბიელზე მოხვედრა ჩემპიონატის გავლით ძალიან გაგვიჭირდება. მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ კვიპროსის თასი მოვიპოვოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ევროტურნირზე თამაში გვინდა. ასეთი მნიშვნელობის სხვა არაფერია“, – განაცხადა დიმიტრის ხრისტოფორუმ. „ანორთოსისის“ წარმომადგენლის თქმით, გუნდი თამაშზეა ორიენტირებული და არა სატრანსფერო ან მწვრთნელის საკითხის განხილვაზე. „ჩვენ მხოლოდ საუკეთესო ადგილებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ახლა სხვა ყველაფერი მოიცდის. ჩვენ არ ვაკეთებთ ამის შესახებ არანაირ განცხადებას, არამედ ვცდილობთ დარჩენილი მატჩები მოვიგოთ და გავაგრძელოთ ბრძოლა, რადგან ჩვენ „ანორთოსისი“ ვართ. ამიტომაც ვამბობ, რომ ახლა არ არის დრო, რომ ამ თემაზე საჯაროდ ვილაპარაკოთ. ჩვენი გონება გუნდის მიზნებზეა კონცენტრირებული”, – ამტკიცებს ხრისტოფორუ. The post „ანორთოსისი“ ქეცბაიას განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს – ახლა ამაზე საჯაროდ ლაპარაკის დრო არაა #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა