Jump to content
×
×
  • Create New...

ლიგა 2-ში ტური დასრულდა – „ჩიხურამ“ და „გარეჯმა“ პირველი გამარჯვებები იზეიმეს #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-4 ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა – ორივე ერთნაირი ანგარიშით დასრულდა და ორივე შემთხვევაში მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე საჩერეს „ჩიხურამ“ „რუსთავს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. 21-ე წუთზე ანგარიში საჩხერელთა კაპიტანმა ლაშა ჩიკვაიძემ გახსნა. საბოლოო ანგარიში კი 77-ე წუთზე „ჩიხურას“ თავდამსხმელმა თორნიკე მეტრეველმა დააფიქსირა.

საგარეჯოში „გარეჯმა“ წინა ტურში „რუსთავთან“ წაგების შემდეგ „შევარდენი 1906“-ს უმასპინძლა და შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. მე-16 წუთზე თბილისელთა კარი ბიჭიკო გედენიძემ აიღო, 34-ე წუთზე კი თავი გიორგი კურმაშვილმა გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ საჩხერელებმა და საგარეჯოელებმა სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმეს.

The post ლიგა 2-ში ტური დასრულდა – „ჩიხურამ“ და „გარეჯმა“ პირველი გამარჯვებები იზეიმეს #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   159 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 159 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(20)
    • Facebookexternalhit(3)
    • Googlebot(3)