Guest Georgia Posted 22 მარტი, 2021 Posted 22 მარტი, 2021 გურამ გოშთელიანმა ბულგარეთის ჩემპიონატში თავი გამოიჩინა, მისი გუნდი, ბლაგოევგრადის „პირინი“ გორნა-ობრაჰოვიცას „ლოკომოტივს“ შეხვდა და დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა. „პირინმა“ მეტოქეს ბლაგოევგრადში ბულგარეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის 24-ე ტურის მატჩში უმასპინძლა. 22 წლის ქართველი თავადმსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და დუბლი შეასრულა. პირველად „ლოკომოტივის“ კარი 33-ე წუთზე დამატებაზე გაიტანა. მეორედ ეს 53-ე წუთზე მოახერხა – ეს ძალიან ეფექტური გოლი იყო, ბურთი საჯარიმოში კარისგან ზურგით მდგომმა მიიღო, მცველი მოატყუა და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა. „პირინმა“ 26 ტურის შემდეგ 49 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის ფინიშამდე 6 ტურით ადრე სამი ქულით გაუსწრო სოფიას „ლოკომოტივს“, ხოლო მესამეადგილოსან „სვოგეს“ – 10 ქულით და თუ რამე სასწაული არ მოხდება, ბულგარეთის მთავარ საფეხბურთო ლიგაში დაბრუნდება. გურამ გოშთელიანი ახალ გუნდში 2020 წელს ჩაირიცხა. მან ბულგარეთის მეორე ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მაგრამ თავიდან მას მხოლოდ წუთებს ათამაშებდნენ, სასტარტო თერთმეტეულში პირველად მოხვდა და თავი მშვენიერი თამაშით გამოიჩინა. The post გოშთელიანმა დუბლი შეასრულა #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა