Jump to content
×
×
  • Create New...

ევროკავშირის მედიაცია: ქრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება


Recommended Posts

  • ფორუმელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დღეს განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში, ქრისტიან დანიელსონი თბილისში დაბრუნდება და მედიაციას განაგრძობს.

დანიელსონი ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 12-18 მარტის მოლაპარაკებებს უწევდა მედიაციას, თუმცა მხარეებმა მცირე წარმატებას მიაღწიეს.

„საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად საჭირო კომპრომისებზე წასვლის დროა“ – დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.

ქრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და ქვეყანა 14 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა, მოგვიანებით, ვიზიტის გახანგრძლივება გადაწვიტა და თქვა, რომ მხარეებს კონსენსუსის მისაღწევად მეტი დრო სჭირდებოდათ.

პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის არჩევიდან რამდენიმე საათში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით ქვეყანაში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის მედიაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა იტვირთა. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „მასობრივი გაყალბების“ გამო მის შედეგებს არ ცნობს და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

პრეზიდენტ მიშელის განცხადებას წინ უძღვოდა დღესვე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში გამართული დისკუსია, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებული სიტუაციაც განიხილეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „ეს სამუშაო [ევროკავშირის მედიაციის] გრძელდება და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საჭიროა ქართული პარტიების ყველა ლიდერმა ყველაზე მაღლა ქართველი ხალხის ინტერესები დააყენოს, რათა საჭირო კომპრომისებზე წავიდნენ და ყურადღება გადაუდებელ საკითხებს მიაქციონ“.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   375 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 375 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(3)