Jump to content
×
×
  • Create New...

ბასილაშვილი მაიამის „მასტერსის“ პირველი წრიდან თავისუფალია #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

გაიმართა მაიამის „მასტერსის“ ძირითადი ბადის წილისყრა. ტურნირში მონაწილეობას იღებს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ის 27-ე ნომრად არის განთესილი და პირველი წრიდან თავისუფალია. მეორე რაუნდში ბასილაშვილის სავარაუდო მეტოქეა შვედი მიკაელ იმერი, რომლის მოწინააღმდეგე პირველ წრეში საკვალიფიკაციო ტურნირის შემდეგ გაირკვევა. თუ მესამე წრეში გააღწევს, ბასილაშვილს, დიდი ალბათობით, გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან მოუწევს თამაში.

ქართველი ჩოგბურთელი მესამედ ითამაშებს მაიამის „მასტერსში“. 2017 წელს, მან პირველი წრე წააგო ესპანელ რობრედოსთან, 2018 წელს კი საწყის მატჩში იტალიელ ფაბიანოს მოუგო, მაგრამ მეორე რაუნდში დამარცხდა სამხრეთაფრიკელ ანდერსონთან.

შარშან, კორონავირუსის პანდემიის გამო, მაიამის „მასტერსი“ არ ჩატარებულა, 2019 წელს კი ბასილაშვილმა ტურნირი გამოტოვა. ასე რომ, წელს მას ქულების დაცვა არ უწევს და ყოველი მატჩის მოგება მოუტანს სარეიტინგო ქულებს.

წელს, მაიამის „მასტერსზე“ სუსტი შემადგენლობა იკრიბება: პირველად ბოლო 17 წელიწადში, ტურნირი „დიდი სამეულის“ მოთამაშეების გარეშე ჩაივლის. TOP5-ის ჩოგბურთელთაგან ფლორიდაში მხოლოდ რუსი დანიილ მედვედევი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი ითამაშებენ, საერთო ჯამში კი მაიამიში ვერ ვიხილავთ რეიტინგის პირველი ასეულის 28 ჩოგბურთელს.

მაიამის „მასტერსი“ 24 მარტიდან 4 აპრილამდე ჩატარდება.

The post ბასილაშვილი მაიამის „მასტერსის“ პირველი წრიდან თავისუფალია #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   214 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 213 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • ASIA
    • YandexBot(22)
    • Facebookexternalhit(2)
    • Googlebot(1)