Jump to content
×
×
  • Create New...

ვოლკანოვსკის კორონავირუსი დაუდასტურდა – ორტეგასთან ბრძოლა მიმდინარე კვირას აღარ შედგება #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (featherweight) ჩემპიონმა ალექს ვოლკანოვსკიმ დაადასტურა, რომ მას კორონავირუსი აქვს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე კვირას UFC 260-ის ფარგლებში ჩასატარებელი სატიტულო ბრძოლა ვოლკანოვსკისა და ბრაიან ორტეგას შორის აღარ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ UFC 260 მიმდინარე კვირას (28 მარტი) შედგება. ღონისძიებაზე თავდაპირველად ორი სატიტულო ბრძოლა იყო ჩანიშნული, თუმცა ვოლკანოვსკის დადებითი კოვიდ-ტესტის გამო, ქარდზე მხოლოდ ერთი საჩემპიონო დაპირისპირება შედგება. სტიპე მიოჩიჩი ფრენსის ნგანუს კარიერაში მეორედ შეხვდება.

pic.twitter.com/TFFvTXe08U

— Alex Volkanovski (@alexvolkanovski) March 21, 2021

ალექს ვოლკანოვსკიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ COVID 19-ის ტესტები ლას ვეგასის „ბაბლში“ მოხვედრამდე რამდენიმეჯერ გაიარა. მესამე ტესტის პასუხი დადებითი გამოდგა.

UFC-ში აცხადებენ, რომ ვოლკანოვსკისა და ორტეგას სატიტულო ბრძოლის თარიღი შეიცვლება და უახლოეს მომავალში დაანონსდება.

The post ვოლკანოვსკის კორონავირუსი დაუდასტურდა – ორტეგასთან ბრძოლა მიმდინარე კვირას აღარ შედგება #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share