Jump to content
×
×
  • Create New...

„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი – გადავწყვიტეთ შევინარჩუნოთ რონალდო #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ დაადასტურა, რომ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ზაფხულში გუნდს არ შეიცვლის.

„გადავწყვიტეთ შევინარჩუნოთ რონალდო. ის საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში და ჩვენ ერთად მყარად ვდგავართ. გვაქვს პროექტი, რომლის შენება გასულ სეზონში დავიწყეთ. ერთი თამაში არ შეცვლის ჩვენს ხედვებსა და სტრატეგიას. გავაგრძელებთ ჩვენი გზით სიარულს და კმაყოფილები ვართ იმით, რაც გავაკეთეთ. გაგრძელდება მუშაობა და განვითარება“, – განაცხადა პარატიჩიმ.

ჩემპიონთა ლიგიდან „იუვენტუსის“ გავარდნის შემდეგ, პრესაში გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, მადრიდის „რეალში“ დაბრუნდეს.

The post „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი – გადავწყვიტეთ შევინარჩუნოთ რონალდო #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share