Jump to content
×
×
  • Create New...

როჯერ ფედერერი რეიტინგში მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდება #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი კიდევ ერთ პოზიციას დაკარგავს მსოფლიო რეიტინგში და კლასიფიკაციის მეშვიდე ნომერი გახდება.

ეს მოხდება მაიამის „მასტერსის“ შემდეგ, რომელიც 24 მარტს იწყება. შვეიცარიელი ლეგენდა არ აპირებს ფლორიდაში თამაშს და ის ვერ დაიცავს იმ სარეიტინგო ქულებს, რომელიც 2019 წელს მოპოვებული ტიტულისთვის მიიღო. ფედერერს ჩამოაჭრიან ამ ქულების ნახევარს, რადგან აღარ იმოქმედებს რეიტინგის „გაყინვის“ სისტემა.

ასე რომ, როჯერს ნებისმიერ შემთხვევაში გაუსწრებს გერმანელი ალექსანდრ ზვერევი, რომელიც მსოფლიოს მეექვსე გახდება.

ასევე ფედერერის გასწრების შანსი ექნება რუს ანდრეი რუბლიოვს, ოღონდ ამისთვის მას მაიამიში ტიტულის მოგება სჭირდება.

The post როჯერ ფედერერი რეიტინგში მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდება #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   177 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 177 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(15)
    • Chrome(13)