Guest Georgia Posted 22 მარტი, 2021 Posted 22 მარტი, 2021 „ლივერპულის“, „რეალისა“ და „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი ჩაბი ალონსო ზაფხულში მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ჩაუდგება სათავეში, – ამტკიცებს გერმანული გაზეთი „ბილდი“. 39 წლის ესპანელი შეცვლის მარკო როზეს, რომელიც, თავის მხრივ, ზაფხულიდან „დორტმუნდის“ მთავარი მწვრთნელი გახდება. ალონსომ სამწვრთნელო კარიერა 2018 წელს, „რეალის“ აკადემიაში დაიწყო. 2019 წლის ივლისიდან, ის „რეალ სოსიედადის“ მეორე გუნდს ხელმძღვანელობს. დღეისთვის, „გლადბახს“ 36 ქულა აქვს ბუნდესლიგაში და გათამაშების ცხრილში მეათე ადგილზე იმყოფება. The post ჩაბი ალონსო „გლადბახის“ მთავარი მწვრთნელი გახდება appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა