Jump to content
×
×
  • Create New...

ქართველი მსაჯები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იმუშავებენ – ტურნირზე დელეგატად ყოფილი ჟურნალისტი დაინიშნა #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ქართველ მსაჯთა ბრიგადა 2021 წლის უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მატჩებს მოემსახურება, რომელიც სლოვენიასა და უნგრეთში გაიმართება.

კონტინენტის პირველობის მატჩებში ფიფა-ს მეორე კატეგორიის არბიტრს, გიორგი ყრუაშვილს, ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია დაეხმარებიან. გიორგი ყრუაშვილს და ლევან ვარამიშვილს შერეულ სამსაჯო ბრიგადებში ასისტენტების რანგში გასულ წლებშიც უმუშავიათ ასაკობრივი სანაკრებო ტურნირების ფინალურ ეტაპებზე.

კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ უეფა-ს გადაწყვეტილებით, სლოვენიაში ქართველ მსაჯებთან ერთად დელეგატის რანგში ვახტანგ ბზიკაძეც იმუშავებს, რომელიც „ბ“ ჯგუფის სამ მატჩს მოემსახურება. აქამდე მსგავსი ტურნირების ფინალურ ეტაპზე დელეგატის სტატუსით დავით პეტრიაშვილს და უმცროს ნოდარ ახალკაცს უმუშავიათ. ვახტანგ ბზიკაძე ყოფილი ჟურნალისტია, იყო გაზეთ „სარბიელის“ რედაქტორი, მუშაობდა თბილისის „ამერის“ გენერალურ მენეჯერად.

დღესდღეობით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფა-ში არაერთი გამოცდილი დელეგატი წარმოადგენს, რომლებიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მაღალი რანგის მატჩებზე უფრო და უფრო ხშირად მუშაობენ.

The post ქართველი მსაჯები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იმუშავებენ – ტურნირზე დელეგატად ყოფილი ჟურნალისტი დაინიშნა #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share